1. ყოველ პარტნიორს შეუძლია, ერთკვირიანი ვადის დაცვით, მოიწვიოს პარტნიორთა კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილით ან ელექტრონული ფოსტით მოსაწვევის გაგზავნის გზით. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს კრების დღის წესრიგის პროექტს. მოსაწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებების შეტანა კრების დღის წესრიგში, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

2. პარტნიორთა კრებაზე, პარტნიორები თავიანთი რიგებიდან კენჭისყრაში მონაწილე ხმების უმრავლესობით ირჩევენ კრების თავმჯდომარეს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, პარტნიორთა კრებაზე ყოველ პარტნიორს აქვს თითო ხმ