1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. პარტნიორები, რომლებიც სარგებლობენ ამ უფლებით და არ არიან გამოთავისუფლებულნი ხელმძღვანელობითი საქმიანობიდან, ვალდებულნი არიან განახორციელონ ასეთი საქმიანობა. პარტნიორმა არ უნდა განახორციელოს მისი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ისეთი ქმედება, რომელსაც ეწინააღმდეგება ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პარტნიორი.
2. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით ხელმძღვანელობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთ ან რამდენიმე პარტნიორს, სხვა პარტნიორები ხელმძღვანელობით საქმიანობას არ ახორციელებენ.
3. დაუშვებელია ყველა პარტნიორის სრულად ჩამოცილება ხელმძღვანელობითი საქმიანობისაგან.
4. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი არის იურიდიული პირი, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელება ეკისრება ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებ