1. ნებისმიერ პარტნიორს, მათ შორის, იმ პარტნიორს, რომელიც არ მონაწილეობს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობაში, შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და გაეცნოს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიან დოკუმენტაციას. ეს უფლება არ შეიძლება შეიზღუდოს.

2. ნებისმიერ პარტნიორს, მათ შორის, იმ პარტნიორს, რომელიც არ მონაწილეობს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობაში, უფლება აქვს მოსთხოვოს სხვა პარტნიორებს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ არსებულ ვალდებულებათა შესრულება და ამასთან დაკავშირებით სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით წარადგინოს სარჩელ