1. თუ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს, ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე დგინდება წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.

2. პარტნიორის წილი მოგება მიემატება მისსავე შენატანს, თუ ის არ იყო სრულად განხორციელებული.

3. პარტნიორის წილი ზარალი და სამეურნეო წლის განმავლობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ანგარიშიდან მის მიერ გახარჯული ფული გამოაკლდება ამ პარტნიორის წილ მოგება