1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის სურვილის შემთხვევაში, პარტნიორმა ამის შესახებ უნდა განაცხადოს სამეურნეო წლის დასრულებამდე სულ ცოტა 6 თვით ადრე.
2. თუ პარტნიორის მიმართ იწყება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში გაკოტრების პროცესი, იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასულად ითვლება გაკოტრების რეჟიმის დაწყების მომენტიდან.
3. თუ პარტნიორი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე მასზე დაკისრებულ არსებით მოვალეობას არ შეასრულებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ან ამგვარი მოვალეობის შესრულება მისთვის შეუძლებელი ხდება ან არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი, სხვა პარტნიორების მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ შეიძლება გამოიტანოს გადაწყვეტილება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან მისი გარიცხვის შესახე