1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის/გარიცხვის შემთხვევაში, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში მისი წილი დაემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს მათი წილების პროპორციულად.
2. პარტნიორები ვალდებულნი არიან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/გარიცხული პარტნიორი გაათავისუფლონ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ კომპენსაცია იმ თანხის ოდენობით, რასაც იგი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლის შემთხვევაში მიიღებდა. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასულ/გარიცხულ პარტნიორს არ აქვს უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება.
3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასული/გარიცხული პარტნიორის ის ვალდებულებები სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კრედიტორების წინაშე, რომლებიც მის გასვლამდე/გარიცხვამდე წარმოიშვა, ძალაში რჩება გასვლიდან/გარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში.
4. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების ღირებულება უნდა შეფასდეს იმ დღისათვის, როცა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლა შედის ძალაში, ან იწყება პარტნიორის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში გაკოტრების პროცესი ანდა აღიძვრება სარჩელი პარტნიორის გარიცხვის შესახებ. მოთხოვნა უნდა შესრულდეს გამოყოფის ბალანსის წარდგენისა