1. კომანდიტს უფლება აქვს მოითხოვოს კომანდიტური საზოგადოების წლიური ანგარიშის ასლი და შესაბამისი საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე.

2. მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია, ერთ-ერთი კომანდიტის განცხადების საფუძველზე, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომანდიტური საზოგადოების ბალანსისა და წლიური ანგარიშის მონაცემების, ასევე სხვა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მისთვის წარდგენა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უფლება კომანდიტს არ შეიძლება ჩამოერთვას ან შეეზღუდოს კომანდიტური საზოგადოების წესდები