1. კომანდიტის საგარანტიო თანხა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების მიმართ განისაზღვრება რეესტრში მითითებული თანხის ოდენობით.

2. კომანდიტი კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ საგარანტიო თანხით. თუ საგარანტიო თანხა სრულად არ არის შეტანილი, კომანდიტი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მის მიერ შეუტანელი შენატანის ოდენობითაც.

3. კომანდიტისთვის საგარანტიო თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში, კრედიტორების მიმართ საგარანტიო თანხა შეტანილად არ ითვლება.

4. რეესტრში მითითებული საგარანტიო თანხის არარეგისტრირებულ მომატებას კრედიტორები შეიძლება დაეყრდნონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომატება საქმიან ურთიერთობებში დამკვიდრებული წესით გახდება ცნობილი ან კომანდიტური საზოგადოება ამის შესახებ კრედიტორებს სხვა გზით შეატყობინებ