1. კომანდიტს აქვს პარტნიორთა კრებაში მონაწილეობის უფლება.

2. კომანდიტს პარტნიორთა კრებაზე აქვს ხმის უფლება მხოლოდ კანონით ან კომანდიტური საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ყოველ კომანდიტს აქვს თითო ხმა.

3. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული კომანდიტური საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებზე (მათ შორის, კომანდიტებზე) ხმის უფლების გადანაწილების და ამ უფლებით სარგებლობის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წეს