1. კომანდიტური საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად და ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაგან სულ მცირე ერთი პარტნიორის პასუხისმგებლობა კომანდიტური საზოგადოების კრედიტორების წინაშე შეზღუდულია შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობით (კომანდიტი), ხოლო სხვა პარტნიორი/პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს/აგებენ უშუალოდ, როგორც სოლიდარული მოვალეები (კომპლემენტარი).
2. კომანდიტური საზოგადოების მიმართ, ამ კანონის ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად, გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მომწესრიგებელი ნორმები, თუ ამ თავში სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ