1. პარტნიორს უფლება აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სალაროდან საკუთარი ხარჯებისათვის გამოიტანოს ბოლო სამეურნეო წელს მისთვის განკუთვნილი წილი კაპიტალის 10 პროცენტამდე ოდენობის თანხა და, თუ ეს საზოგადოებას აშკარად ზიანს არ აყენებს, მოითხოვოს ბოლო წლის მოგებიდან თავისი წილი მოგების გამოტანა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს ზემოაღნიშნულ თანხას.

2.      სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისგან განსხვავებულ წესებს, მათ შორის, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების აუცილებლობას პარტნიორის მიერ ფულის გახარჯვის თაობაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, პარტნიორს არ აქვს უფლება თავის წილ კაპიტალს მოაკლოს თანხა დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშ