1. თუ პარტნიორათა კრებაზე მისაღები გადაწყვეტილება შეეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგნის შეცვლას ან სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, ამისათვის აუცილებელია ყველა პარტნიორის თანხმობა, თუ წესდებით ან ყველა პარტნიორის თანხმობით მიღებული წესდების ცვლილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. თუ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება რომელიმე პარტნიორს აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში, აუცილებელია ამ პარტნიორის თანხმობა.
3. თუ კენჭისყრის შედეგად მისაღები გადაწყვეტილება შეეხება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და პარტნიორს შორის დავას, ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და პარტნიორს შორის დასადებ გარიგებას, მოცემული პარტნიორი კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებ