1. ზოგიერთი გარიგების დადებისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით შეიძლება გათვალისწინებული იყოს პარტნიორების წინასწარი სავალდებულო თანხმობა.
2. ხელმძღვანელ პარტნიორს უფლება აქვს პარტნიორების თანხმობის გარეშეც დადოს გარიგება, თუ მისი გაჭიანურება მძიმე შედეგებს გამოიწვევს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის. ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პარტნიორებს.
3. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, ხელმძღვანელ პარტნიორს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დანარჩენი პარტნიორების სარჩელის საფუძველზე, შეიძლება ჩამოერთვას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. მნიშვნელოვან საფუძვლად ჩაითვლება პარტნიორის მიერ თავისი ვალდებულებების უხეში დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება