1. თუ პარტნიორს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებათა გამო წარედგინება მოთხოვნა, მას შეუძლია წარადგინოს შესაგებლები, რომელთა წარდგენის უფლებაც აქვს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ან პირადად მას კრედიტორის ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.
2. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას აქვს იმ გარიგების შეცილების უფლება, რომელიც საფუძვლად უდევს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებას კრედიტორის წინაშე.
3. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ დრომდე, ვიდრე კრედიტორის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვადამოსული საპირისპირო მოთხოვნის შესრულებით (მოთხოვნათა გაქვითვა).
4. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის ქონებაზე იძულებითი აღსრულების განხორციელების მიზნით კრედიტორი ვალდებულია, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან ერთად მოითხოვოს აღნიშნული პარტნიორის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა