1. ყოველ პარტნიორს უფლება აქვს, წლიური მოგებიდან, რომელიც დადგენილია სამეურნეო წლის ბოლოს, მოითხოვოს დივიდენდი სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში მისი წილის შესაბამისი თანხის 4 პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგების თანხა საკმარისი არ არის, დივიდენდის დაანგარიშების პროცენტი შესაბამისად მცირდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დივიდენდის დაანგარიშებისას გაითვალისწინება პარტნიორის მიერ სამეურნეო წლის განმავლობაში განხორცილებული შენატანი, მისი განხორციელებიდან სამეურნეო წლის ბოლომდე დარჩენილი დროის პროპორციულად. თუ პარტნიორმა სამეურნეო წლის განმავლობაში გახარჯა ფული კაპიტალში მისი წილიდან, გახარჯული თანხა გაითვალისწინება გახარჯვამდე გასული დროის პროპორციულად.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდის თანხის გამოთვლის შედეგად დარჩენილი მოგება, ისევე როგორც სამეურნეო წლის ზარალი პარტნიორებს შორის თანაბრად ნაწილდება.
4. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგების ან ზარალის განაწილების ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ წესს.
5. პარტნიორი არ არის ვალდებული უკან დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებ