1. კომანდიტს არ შეუძლია იმოქმედოს კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში კომპლემენტარების მიერ განხორციელებული ხელმძღვანელობითი საქმიანობის საწინააღმდეგოდ. თუ კომპლემენტარების მოქმედება სცილდება კომანდიტური საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, საჭიროა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომლის მიღებაში ასევე მონაწილეობენ კომანდიტები.
2. თუ კომანდიტს ხელშეკრულებით აქვს მინიჭებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება, იგი კომანდიტური საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო. კომანდიტის მიერ წილის გასხვისების შემთხვევაში, შემძენზე არ გადადის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებ