გზათსარგებლობის საფასურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.09.2020 ბოლო ცვლილება 18.11.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27256
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016585
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №27256

2020 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

გზათსარგებლობის საფა­სურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათების კო­ნტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 144 მუხლის მე-2 პუნქტის, „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე დადგენილებით დამტკიცებული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების“ მე-12 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „გზათსარგებლობის საფა­სურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათების კო­ნტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი“ თანდართული რედაქციით.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათების კონტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 28 დეკემბრის №2694 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                      ლევან კაკავა

 

 

 

 

გზათსარგებლობის საფა­სურის ადმინისტრირების, გზათსარგებლობის საფა­სურის

ბარათების კო­ნტროლის, აღრიცხვისა და შენახვის წესი

 

მუხლი 1. წესში გამოყენებული ტერმინები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათი„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებით შემოღებული, პოლიგრაფიული წესით დაბეჭდილი მკაცრი აღრიცხვის ფორმა (შემდგომში – ბარათი), რომელიც დაცულია შესაბამისი გენერირებული კოდით და ნომრით;

ბ) ბარათების რეალიზატორი პირი – პირი, რომელიც საცალო სარეალიზაციო პუნქტების მეშვეობით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ გადაცემული გზათსარგებლობის საფა­სურის ბარათების რეალიზაციას;

გ) საცალო სარეალიზაციო პუნქტი:

გ.ა) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი;

გ.ბ) „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტი;

გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ავტოგასამართი სადგური/კომპლექსი;

დ) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილი: საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომი „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ა(ა)იპ – სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პუნქტი ან საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ავტოგასამართი სადგური/კომპლექსი იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმით;

ე) საფასურის გადამხდელი – საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით ტვირთების ტრანზიტულად გადაზიდვისას საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701 (ტრაქტორები და უნაგირა საწევარები) ან 8704 (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები ტვირთების გადასაზიდად (გარდა მიკროავტობუსებისა)) სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალება) მფლობელი ან მძღოლი.

მუხლი 2. ბარათების გადაცემა

1. ბარათების რეალიზატორ პირს ბარათები შემოსავლების სამსახურის მიერ გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით.

2. ბარათების რეალიზატორი პირი 5 სამუშაო დღით ადრე აცნობებს შემოსავლების სამსახურს ბარათების ახალი ოდენობის მიღების საჭიროების შესახებ.

3. ბარათების რეალიზატორი პირი ახორციელებს ბარათების საცალო სარეალიზაციო პუნქტებზე გაცემას (განაწილებას).

4. დაუშვებელია ბარათების რეალიზატორი პირის მიერ მიღებული ბარათების სხვა რეალიზატორი პირისათვის გადაცემა.

5. ბარათების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ჩაითვლება ბარათების რეალიზატორი პირის მიერ ბარათების რეალიზაციად.

6. ბარათების რეალიზატორი პირის მიერ ბარათების მიღებიდან 6 თვეში მათი რეალიზაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ბარათები ექვემდებარება დაბრუნებას მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც გაფორმდება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე ბარათების დაუბრუნებლობა ჩაითვლება ბარათების რეალიზაციად.

მუხლი 3. ბარათების აღრიცხვა და კო­ნტროლი

1. ბარათების რეალიზატორი პირი უზრუნველყოფს:

ა) თითოეული საცალო სარეალიზაციო პუნქტის მიერ რეალიზებული ბარათების შესახებ ინფორმაციის (24.00 საათის მონაცემების) მიღება-აღრიცხვას, არაუგვიანეს ყოველი შემდგომი დღის 11.00 საათისა;

ბ) საცალო სარეალიზაციო პუნქტებზე გაცემული და მათ მიერ რეალიზებული ბარათების შესახებ ნაერთი ინფორმაციის იმავე დღის 12.00 საათამდე წარდგენას შემოსავლების სამსახურში, ელექტრონული ფორმით, ამ წესის №3 და №4 დანართების შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის მიერ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ხორციელდება ბარათების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, რომელიც მოიცავს:

ა) ბარათების რეალიზატორი პირისათვის შემოსავლების სამსახურის მიერ ბარათების გადაცემის შესახებ მონაცემებს (ბარათების რაოდენობის და ნომრების მითითებით);

ბ) ბარათების რეალიზატორი პირის მიერ საცალო სარეალიზაციო პუნქტებზე გაცემული და რეალიზებული ბარათების (რაოდენობის და ნომრების მითითებით) შესახებ ყოველდღიურ მონაცემებს;

გ) საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას გამოყენებული ბარათების შესახებ მონაცემებს (ბარათის გამოყენების თარიღი, ბარათის ნომერი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი).

3. საფასურის გადამხდელის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში ბარათის წარდგენის კონტროლს ახორციელებს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც ბარათის ნომერი და გენერირებული შესაბამისი კოდი შეჰყავს საქართველოს მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში და ბარათს უბრუნებს წარმომდგენს, რის შემდეგაც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.

4. „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემიდან“ გამორთვის პერიოდში დაუშვებელია აღნიშნული ავტოსადგომის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაცია.

მუხლი 4. გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ქვითრის შესახებ ინფორმაციის წარდგენა

გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელი ვალდებულია, საფასურის გადამხდელის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ყოველი გადახდის განხორციელებისას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გზათსარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენით) შეასრულოს შემდეგი პროცედურები:

ა) შესაბამის პირზე გასცეს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის  ქვითარი, რომელიც უნდა შეიცავდეს ქვემოთ მითითებულ ინფორმაციას:

ა.ა) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის ქვითრის უნიკალური ნომერი და რეგისტრაციის თარიღი;

ა.ბ) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განმახორციელებელი პირის სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო/პირადი/პასპორტის ნომერი;

ა.გ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი;

ა.დ) გზათსარგებლობის საფასურის ოდენობა და დანიშნულება;

ა.ე) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის დასახელება;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი ინფორმაცია;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ფორმითა და პროგრამული მოდულის გამოყენებით, მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 5. გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან მიღებული თანხების გადარიცხვა

1. გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან (მათ შორის, ბარათების რეალიზაციიდან) სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი (გადასარიცხი), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული თანხის 302003277 სახაზინო კოდზე გადარიცხვა უნდა განხორციელდეს საფასურის გადამხდელის მიერ გზათსარგებლობის საფასურის ბარათის შეძენიდან/გზათსარგებლობის საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

2. ბარათების რეალიზატორი პირის ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელის მიერ ბარათების გზათსარგებლობის საფასურის თანხების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შეუძლებლობის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა ეცნობოს შემოსავლების სამსახურს და წარედგინოს ინფორმაცია შექმნილი გარემოების ობიექტური მიზეზებისა და მათი აღმოფხვრის სავარაუდო თარიღის თაობაზე.

3. გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობის, აგრეთვე ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბარათების რეალიზატორ პირს ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ეგზავნება შეტყობინება გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების თაობაზე და მიეცემა 10 სამუშაო დღის ვადა დავალიანების დასაფარად.

4. ბარათების რეალიზატორ პირს ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელს, გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების დაფარვამდე:

ა) აღარ გადაეცემა გზათსარგებლობის საფასურის ბარათები ან/და შეეზღუდება გადახდის დამადასტურებელი ქვითრის შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე (ონლაინ) რეჟიმში წარდგენისათვის სისტემაში დაშვება;

ბ) ეკრძალება გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზაცია ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემა.

5. თუ ბარათების რეალიზატორი პირის ან/და გზათსარგებლობის საფასურის გადახდის განხორციელების ადგილის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ იქნა დავალიანება გადახდილი, საბაჟო დეპარტამენტი გზათსარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხის დავალიანების თაობაზე არსებულ დოკუმენტაციას უგზავნის დავების დეპარტამენტს, რომელიც დავალიანების ამოღების მიზნით მიმართავს სასამართლოს.

 

 

 

 

დანართი №1

 

გზათსარგებლობის საფასურის ბარათების მიღება–ჩაბარების აქტი

______________

(თარიღი)

 

დასახელება

ერთეული (ცალი)

რაოდენობა

ბარათის ნომერი

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

        გამცემი                                                                              მიმღები

შემოსავლების სამსახური                                                პირის დასახელება       

 

__________________________                                      ______________________

                (თანამდებობა)                                                                 (თანამდებობა)

         

__________________________                                      ______________________

                (სახელი, გვარი)                                                                (სახელი, გვარი)

         

 

 

 

 

დანართი №2

 

გზათსარგებლობის საფასურის ბარათების უკან დაბრუნების მიღება–ჩაბარების აქტი

______________

(თარიღი)

 

დასახელება

ერთეული (ცალი)

რაოდენობა

ბარათის ნომერი

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      დამბრუნებელი                                                                               მიმღები

  პირის დასახელება                                                                  შემოსავლების სამსახური

 

__________________________                                        ______________________

                (თანამდებობა)                                                                      (თანამდებობა)

         

__________________________                                        ______________________

                (სახელი, გვარი)                                                                    (სახელი, გვარი)

        

 

 

 

დანართი №3

 

ინფორმაცია საცალო სარეალიზაციო პუნქტებისათვის გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გადაცემის შესახებ

______________

(თარიღი)

 

სარეალიზაციო პუნქტის დასახელება

პუნქტის მისამართი

სარეალიზაციო პუნქტის ნომერი (მ.შ. სტაციონარის სარეგისტრაციო 7-ნიშნა კოდი)

ბარათების

რაოდენობა

ბარათის ნომერი

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                                                   

 _________________________                                            _______________________________

 პირის დასახელება                                                                 სარეალიზაციო პუნქტის რეკვიზიტები

 

__________________________                                          _____________________________

   (თანამდებობა)                                                                                           (თანამდებობა)

__________________________                                            _____________________________

    (სახელი, გვარი)                                                                                       (სახელი, გვარი)

 

 

 

          დანართი №4

 

ყოველდღიური ინფორმაცია გზათსარგებლობის საფასურის ბარათების რეალიზების შესახებ

______________

(თარიღი)

 

სარეალიზაციო პუნქტის დასახელება

პუნქტის მისამართი

სარეალიზაციო პუნქტის ნომერი (მ.შ. სტაციონარის სარეგისტრაციო 7-ნიშნა კოდი)

ბარათების

რაოდენობა

ბარათის ნომერი

მიღებული

თანხა

-დან

-მდე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                       

  _________________________    

        პირის დასახელება   

 

__________________________    

                (თანამდებობა)   

 

__________________________    

                (სახელი, გვარი)