„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №7 |
|
2020 წლის 12 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
სადაც:
P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;
Pf – კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);
Kq – სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);
Kp – გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);
N – გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;
KN – სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);
Ks – საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);
Kg – ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით).“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას, CDMA კოდური დაყოფისა და მრავალჯერადი დაშვების ტექნოლოგიისთვის 453-457.5 მჰც და 463-467.5 მჰც რადიოსიხშირული ზოლით, ხოლო ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელისთვის (MFCN – Mobile/Fix Communications networks) 2300-2400მჰც სიხშირული ზოლით/რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური დგინდება შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების საფუძველზე, შემდეგი ფორმულით:
P= Pn*C-B,
სადაც:
P – რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში;
Pn – რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგისა ან/და ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა;
C – ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა (მჰც-ების) ოდენობაა;
B – სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C) კომისიის მიერ აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული 5%-დან 20%-მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების გათვალისწინებით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს დებულების მე-6 დანართში აღნიშნული, თითოეული ზონისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმულის შესაბამისად გაანგარიშებული ღირებულებების დაჯამებით, გარდა ამავე მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“.
|