|
პროგრამა უზრუნველყოფს კასპის მუნიციპალიტეტის (შემდგომში-მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე კასპის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო და მედიკამენტოზური დახმარება - ამ პროგრამით დახმარებას მიიღებს ონკოლოგიური ავადმყოფიროგორც ა) ოპერციული მკურნალობისთვის ასევე სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის; კიბოსწინარე დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა. კუჭის რეზექცია და გასტრექტომია თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 3000 ლარისა. 0-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების სტაციონალური მომსახურების დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის დაფინანსებით: 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა; კეთილთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა სტაციონარული (მათ შორის დღის სტაციონარი) მკურნალობის თანადაფინასება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 700 ლარისა. კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება - თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1000 ლარისა. თვალის ოპერაციისა და ავასტინის ინექციის დაფინანსება მოხდება:ა) თვალის ოპერაციის თანადაფინანსებით: ბ) ავასტინის ინექციის დაფინანსებით; 3. ბენეფიციარს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის როგორც „ა“ , ასევე „ბ“ ქვეპუნქტებით. „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობისას დაფინანსება მოხდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის დაფინანსებით: 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობისას ერთჯერადად დაფინანსდეს ავასტინის ერთი ინექცია;
ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება - ოპერაციული მკურნალობისთვის (გარდა საკეისრო კვეთის, ესტეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მომსახურებისა, პლასტიკური ქირურგიისა) ერთჯერადად დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ, 2. ამ მუხლით ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად მოთხოვნილი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 1000 ლარისა. სიმსივნით დაავადებულ პირთა კვლევები და პროცედურები - ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სახელმწიფოსგან დაუფინანსებელი კვლევებისთვის და პროცედურებისთვის 300 ლარამდე სრულად, ხოლო 301-ლარიდან 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა; სამედიცინო (ამბოლატორიული, სტაციონარული და მათ შორის დღის სტაციონარი) მომსახურების თანადაფინასება ბენეფიციარს გაეწევა ერთჯერადად თანადაფინანსებით, დაუფინანსებელი თანხის 50%-ით, არუმეტეს 1000 ლარისა.
ამ პროგრამით ერთჯერადად დახმარების მიმღები არის ბენეფიციარი (მათ შორის ონკოლოგიური), რომელსაც ამოწურული აქვს სამედიცინო მომსახურებისთვის გათვალისწინებული ლიმიტი. კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) კვლევის, სცინტიგრაფიის, კოლონოსკოპიის დაფინანსება -
ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად (ერთი ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც აღნიშნულია ერთ ფორმა #100-ში) კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) გამოკვლევის, სცინტიგრაფიისათვის, მოთხოვნილი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარისა; კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია, ემბოლექტომია, ემბოლიზაცია, სისხლძარღვების სტენტირება, შუნტირება და სისხლძარღვების პლასტიკა - ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მოთხოვნილი თანხის 50% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 ლარი; უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა - დაავადებების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული პაციენტები (გარდა 0-დან 100 001- მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისა); გ) პარკინსონით დაავადებული პაციენტები; დ)გლაუკომით დაავადებული პაციენტები; ე) ფსორიაზით დაავადებული პაციენტები; ვ) გულის უკმარისობით (III - IV სტადია) დაავადებული პაციენტები; ასევე კარდიოქირურგიული ოპერაცია, მწვავე ინფარქტი, მწვავე ინსულტის შემდგომ ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველ პენსიონერ ბენეფიციარს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 50 001-მდე, მედკამენტური დახმარება გაეწევა ერთჯერადად არაუმეტეს 50 ლარის ოდენობით. სტაციონარში ხანგრძლივად მყოფი ბენეფიციარის ერთჯერადი სოციალური დახმარება - ამ მუხლით ერთჯერადად დახმარებას მიიღებს სტაციონარში ხანგრძლივად (ერთი თვეზე და მეტი) მყოფი ბენეფიციარის ოჯახის წევრი 1000 ლარის ოდენობით. 1. ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით (IV ხ. სუნთქვის ფუნქციის უკმარისობით), 0-დან 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული), დაავადებულ პირებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით; დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო დახმარება 1. ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით (IV ხ. სუნთქვის ფუნქციის უკმარისობით), დაავადებული პირები. თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტთა დახმარება - ამ მუხლით დახმარების მიმღებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 600 ლარის ოდენობით, ასევე საგანგებო მდგომარეობის გამო, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ (დიალიზი) თითოეულ ბენეფიციარს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, თვეში ერთხელ ტრანსპორიტირებისთვის ჩაერიცხოთ ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება - ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე I ჯგუფის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 500 ლარის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლით დახმარება - ეტლის შესაძენად ერთჯერადი დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათ შორის 18 წლამდე ასაკისას, ეტლის საფასურის 50 %-ით თანადაფინანსებით, არაუმეტეს 200 ლარისა. მესამე და მომდევნო შვილის შეძენისას სოციალური დახმარება - ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები, შეეძინათ მესამე ან მომდევნო შვილი და ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ოჯახი დახმარებას მიიღებს თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - ამ დახმარების მიმღები არის ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, ერთ-ერთი მშობელი და შვილები რეგისტრირებული არიან და ოჯახით ცხოვრობენ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მარტოხელა მშობლის დახმარება - ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარება ერთჯერადად მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ მარტოხელა მშობელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 400 ლარის ოდენობით; დედ-მამით ობოლი ბავშვების ასევე, დედით ან მამით ობოლი და მამისგან ან/და დედისგან მიტოვებული ბავშვების დახმარება - ამ მუხლით დახმარება მიეცემა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვს ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით; დედ-მამით ობოლი ბავშვების საკურორტო დახმარება; დედით ან მამით ობოლი და მეორე მშობლისგან მიტოვებული პირების, 0-დან 18 წლამდე ასაკის უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით(ინსულინდამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო დახმარება, ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.
სტუდენტების დახმარება - ამ მუხლით დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით(გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არის დედ-მამით ობოლი; აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადააადგილებული ოჯახებისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 1 001-მდე. ბ) არის მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახიდან; გ) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა; აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სურსათით დახმარების პროგრამა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადააადგილებული ოჯახებისთვის.
1. აღნიშნული კატეგორია დახმარებას - სასაჩუქრე პაკეტს მიიღებს ერთჯერადად, 2020 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.
2. სასაჩუქრე პაკეტის ღირებულებაა 70 ლარი.
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარება - სოციალური დახმარება მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დახმარება - ამ მუხლით დახმარების მიმღებია საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი500 ლარის ოდენობით; საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ინვალიდთა საკურორტო დახმარება, 2. ერთ ბენეფიცარზე საკურორტო ვაუჩერით მომსახურება განკუთვნილია ერთჯერადად არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.. ხანძრის შედაგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ოჯახის დახმარება (მოსარგებლეზე არ ვრცელდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აუცილებლობა) - ხანძრის შედაგად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დაზარალებულ ოჯახებს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, არაუმეტეს 5 000 ლარისა; მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება 500 ლარი შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურებაზე:
ა)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებული;
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (80 ბენეფიციარი) მცხოვრები უმწეო მოქალაქეთა უფასო კვების მომსახურება.
|