სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2021 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 20.04.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.034.017139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2022 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2023 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2020 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2026 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2021 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება
№33/№01-37/ნ
2021 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2021 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს 2021 წლის 13 აპრილის სხდომის (ოქმი №1) გადაწყვეტილების შესაბამისად:
1. დადგინდეს 2021 წლის ქვეყნის შიდა კვოტები სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე:
ა) გაბაპენტინი;
ბ) ბაკლოფენი;
გ) ზოპიკლონი;
დ) ზალეპლონი;
ე) დექსტრომეტორფანი;
ვ) ტროპიკამიდი;
ზ) პრეგაბალინი;
თ) ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი.
2. ქვეყნის შიდა კვოტები 2021 წლისათვის განისაზღვროს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამკურნალო საშუალებებზე (აქტიურ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით) შემდეგი ოდენობებით:
ა) გაბაპენტინისთვის – 712 622.65 გრამი;
ბ) ბაკლოფენისთვის – 44 130.52 გრამი;
გ) ზოპიკლონისთვის – 2 411.959 გრამი;
დ) ზალეპლონისთვის – 982.425 გრამი;
ე) დექსტრომეტორფანისთვის – 2 769.58 გრამი;
ვ) ტროპიკამიდისთვის – 300 გრამი;
ზ) პრეგაბალინისთვის – 130 000 გრამი;
თ) ტრიჰექსილფენიდილის ჰიდროქლორიდისთვის – 17 500 გრამი.
3. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში იმპორტი გამოცხადდეს 2021 წლის მთლიან წლიურ შიდა კვოტაზე.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაურისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე