“სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8/36
სარეგისტრაციო კოდი
240.120.000.12.221.004.509
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 19/12/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.120.000.12.221.004.509

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის

ბრძანება №8/36

2000 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ

�რეკლამის შესახებ� საქართველოს კანონში 2000 წლის 30 ივნისს შესული იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლის თანახმად აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის შეზღუდვები არ გავრცელდება სასაქონლო ნიშნით გაფორმებულ გარკვეული სახის მოხმარების საგნებსა და ვაჭრობის ხელშემწყობ მოწყობილობებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, �რეკლამის შესახებ� საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. �რეკლამის შესახებ� საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდეს შემდეგ მოხმარების საგნებსა და ვაჭრობის ხელშემწყობ მოწყობილობებზე:

ა) სასაქონლო ნიშნებით გაფორმებული პირადი მოხმარების საგნები:

1. სანთებელა;

2. ასანთი;

3. საფულე;

4. ბრელოკი;

5. საწერი კალამი;

6. მაჯის საათი;

7. ჩანთა;

8. კარტი;

9. სათვალე;

10. ხელის ქოლგა;

11. ტანსაცმელი;

12. კალენდარი.

ბ) ვაჭრობის ხელშემწყობი მოწყობილობები, რომელთა მაქსიმალური სიდიდე არ აღემატება ქვემოთ მითითებულ ზომებს:

1. სხვადასხვა სახის თარო (ყუთი) განთავსებული უშუალოდ ამ კონკრეტული საქონლით ვაჭრობის ადგილას � 80სმX70სმX25სმ

2. სანაგვე ყუთი � 80სმX40სმ

3. კედლის საათი � 55სმX55სმ

4. ხურდის თეფში � ��������� 20სმX30სმ

5. საფერფლე � 25სმ

6. ჭურჭელი ყინულისათვის � 17სმX17სმX20სმ

7. ლანგარი � 35სმ

8. ჭიქის დასაფენი � 10სმX10სმ

9. ბოთლის გასახსნელი � ��

10. მენიუს დაფა � 65სმX65სმX5სმ

11. მაგიდის მენიუს დაფა � 15სმX25სმ

12. ხელსახოცების ჩასაწყობი � 10სმX15სმ

13. კალათა � 50სმX30სმX25სმ

14. სხვადასხვა სახის პოლიეთილენისა და ქაღალდის პარკები � 40სმX60სმ

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

გ. ისაკაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ”?
დიახ, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება “სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.11.2000.
როდის იქნა მიღებული “სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ”?
“სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ” მიღებულია 14.11.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №8/36. სარეგისტრაციო კოდი — 240.120.000.12.221.004.509.
სად არის “სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2000 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება “სასაქონლო ნიშნით გაფორმებული მოხმარების საგნებითა და ვაჭრობის მოწყობილობებით რეკლამის გავრცელების შესახებ”, №8/36, 14.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 240.120.000.12.221.004.509 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51622/