1. ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. ამასთან, ამგვარი პროცენტი ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ მხარეში, სადაც წარმოიშობა პროცენტი ამ მხარის  კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი პროცენტი გათავისუფლებულია გადასახადისგან ამ მხარეში, თუ ის გადახდილია:

(a) სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში;

(i)   სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობისთვის;

(ii)  ჰონგ კონგის სავალუტო უწყებისთვის;

(iii)  გაცვლითი ფონდისთვის;

(iv) ნებისმიერი ერთეულისთვის, რომლის მთლიანი ან ძირითადი მფლობელია სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები;

(b)  საქართველოს შემთხვევაში,(i)  საქართველოს მთავრობისთვის ან მისი ნებისმიერი პოლიტიკული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის;

(ii)  საქართველოს ეროვნული ბანკისთვის;

(iii) ნებისმიერი ერთეულისთვის, რომლის მთლიანი ან ძირითადი მფლობელია საქართველოს მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები.

4. ტერმინი „პროცენტი” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ  პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ მხარეში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

6. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ მხარის რეზიდენტი. თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, ხელშემკვრელ მხარეში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ მხარეში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.

7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი მხარის  კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები