1. მე-15, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ მხარეში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარეში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ მხარეში, თუ:
(a) ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე მხარეში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ დასაბეგრ პერიოდში ან ფისკალურ წელს; და
(b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მხარის რეზიდენტს; და
(c) ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე მხარეში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, რომელთა ექსპლოატაცია ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მიერ, დაქირავებით მუშაობით მიღებული ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეშ