1. (a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი მხარე, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ მხარის, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეში.
(b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარეში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ მხარეში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ მხარის რეზიდენტს:
(i) სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში, აქვს იქ ცხოვრების უფლება და საქართველოს შემთხვევაში, არის ამ მხარის ნაციონალური პირი; ან
(ii) არ გახდა ამ მხარის რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი მხარის ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, პენსიებზე (ერთჯერადი გადახდების ჩათვლით) და სხვა მსგავს ანაზღაურებაზ