1. პირები, რომლებსაც სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში აქვთ იქ ცხოვრების უფლება, ან არიან იქ რეგისტრირებული ან სხვაგვარად დაფუძნებული და  საქართველოს შემთხვევაში, არიან საქართველოს  ნაციონალური პირები, არ დაექვემდებარებიან მეორე მხარეში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც აქვთ იქ ცხოვრების უფლება ან არიან იქ რეგისტრირებული ან სხვაგვარად დაფუძნებული (როდესაც ეს მეორე მხარე არის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი) ან ამ მეორე მხარის ნაციონალური პირები (როდესაც ეს მეორე მხარე არის საქართველო) იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტები.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ მხარეში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც აქვთ ამ მხარეში ცხოვრების უფლება (როდესაც ეს მხარე არის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი) ან ამ მხარის ნაციონალური პირები (როდესაც ეს მხარე არის საქართველო) იმავე გარემოებებში, კერძოდ, მათი ფაქტობრივად ყოფნის ადგილის თვალსაზრისით.

3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მეორე ხელშემკვრელ მხარეში არსებული მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე მხარეში. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტები გაათავისუფლოს გადასახადისგან, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათი ან შეუმციროს გადასახადი მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ვრცელდება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის, ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იგივე პირობით გამოქვითვას, თითქოს პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები გადახდილი იქნა პირველად ხსენებული მხარის რეზიდენტისათვის. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იგივე პირობებით გამოქვითვას, თითქოს ეს დავალიანება საწარმოს გააჩნია პირველად ხსენებული მხარის რეზიდენტის მიმართ.

5. ხელშემკვრელი მხარის საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ მხარეში არ უნდა დაექვემდებაროს განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც  ექვემდებარება ან შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული მხარის სხვა მსგავსი საწარმოები.

6. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება მე-2 მუხლით გათვალისწინებულ გადასახადებზ