1. კაპიტალი, წარმოდგენილი მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებით, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი და რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ მხარეში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. კაპიტალი, წარმოდგენილი მოძრავი ქონებით, რომელიც ქმნის ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მეორე ხელშემკვრელ მხარეში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ეფექტური მართვის ადგილი.

4. ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარეშ