1. მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც  თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, ამ რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარეში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა ამ ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3.  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან  იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელშიც ხორციელდება ამ ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა, თუ ასეთი საქმიანობა მთლიანად ან არსებითად ფინანსდება ერთი ან ორივე მხარის საჯარო სახსრებიდან  და ხორციელდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის გაფორმებული კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების  ფარგლებშ