1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ მხარეში მდებარე, მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ მხარეში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.

3. შემოსავლები, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარის საწარმო, რომელიც ახორციელებს  საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციას, იღებს ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ მხარეში.

4. ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი ან მსგავსი წილები,  როგორიცაა წილები ამხანაგობასა ან ტრასტებში, შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ მხარეში, თუ 365 დღის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებდა გასხვისებას, ნებისმიერ დროს, ამ აქციების ან მსგავსი წილების ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოქმნილია მეორე ხელშემკვრელ მხარეში მდებარე უძრავი ქონებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში. თუმცა, ეს პუნქტი არ ვრცელდება აქციების გასხვისებიდან მიღებულ ნამეტ შემოსავალზე:

(a) რომელიც კოტირებულია საფონდო ბირჟაზე, როგორც ეს შეიძლება შეთანხმებულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის; ან

(b) რომელიც გასხვისებული ან გაცვლილია კომპანიის რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყოფის ან მსგავსი ოპერაციის  ფარგლებში; ან

(c) კომპანიაში, რომლის ღირებულების 50 პროცენტზე მეტი მიღებულია უძრავი ქონებიდან, რომელშიც იგი აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას.

5.  ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ