1. ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე მხარეში.
2. ამასთან, ამგვარი დივიდენდები შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს. ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის იმ მოგებების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.
3. მიუხედავად ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებისა, ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი დივიდენდები გათავისუფლებულია გადასახადისგან ამ მხარეში, თუ ისინი გადახდილია:
(a) სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში;
(i) სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობისთვის;
(ii) ჰონგ კონგის სავალუტო უწყებისთვის;
(iii) სავალუტო ფონდისთვის;
(iv) ნებისმიერი ერთეულისთვის, რომლის მთლიანი ან ძირითადი მფლობელია სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები;
(b) საქართველოს შემთხვევაში,(i) საქართველოს მთავრობისთვის ან მისი ნებისმიერი პოლიტიკული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის;
(ii) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის;
(iii) ნებისმიერი ერთეულისთვის, რომლის მთლიანი ან ძირითადი მფლობელია საქართველოს მთავრობა, როგორც დროდადრო შეთანხმდებიან ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი “დივიდენდები” ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენს მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ მხარეში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
6. როდესაც ხელშემკვრელი მხარის რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ მხარეში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე მხარეს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე მხარის რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე მხარეში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე მხარეს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე მხარეში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდა