1. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა განხორციელდება შემდეგნაირად:
სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის კანონების დებულებათა გათვალისწინებით, რომლებიც ეხება სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადის ანგარიშში ჩათვლის უფლებას (რამაც არ უნდა იქონიოს გავლენა ამ მუხლის ზოგად პრინციპზე), საქართველოს კანონმდებლობით და ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად გადახდილი საქართველოს გადასახადი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დებულებები იძლევა საქართველოს მიერ დაბეგვრის უფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავალი ასევე წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავალს), იქნება ეს პირდაპირ თუ გამოქვითვით, იმ შემოსავალთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროებიდან, შეიძლება ჩაითვალოს ამ შემოსავალთან დაკავშირებით გადასახდელ, სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადში იმ პირობით, თუ ამგვარად დაშვებული ჩათვლა არ აღემატება სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ამ შემოსავალთან დაკავშირებით გამოანგარიშებულ, სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადს.
2. საქართველოს შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა განხორციელდება შემდეგნაირად:
როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში, საქართველო დაუშვებს:
(a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
(b) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალსა და კაპიტალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს, მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალ