1. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულებების მიუხედავად, მის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათი არ გავრცელდება შემოსავლის ან კაპიტალის ელემენტზე, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით, დასაბუთებულად დგინდება, რომ ნებისმიერი სქემის ან ტრანზაქციის, რომლის შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღება ეს შეღავათი, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათით სარგებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასტურდება, რომ ამგვარ გარემოებებში აღნიშნული შეღავათის მინიჭება შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების შესაბამისი დებულებების არსსა და მიზანს.
2. ეს შეთანხმება ხელს ვერ შეუშლის თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებას, რომ გამოიყენოს გადასახადების გადაუხდელობასთან ან გადასახადებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებული თავისი შიდა კანონმდებლობა და ღონისძიებები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისინი აღწერილი როგორც ასეთ