1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ, ოფიციალური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღის მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. ეს შეთანხმება იმოქმედებს:

(a) სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში,სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადის მიმართ, დარიცხვის ნებისმიერი წლისთვის, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ აპრილს ან მას შემდეგ;

(b)  საქართველოში,(i)  წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ;

(ii) შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ  შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდე