ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

(a)  სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგში,სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის გადასახადის მიმართ, დარიცხვის ნებისმიერი წლისთვის, რომელიც იწყება ამ შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ აპრილს ან მას შემდეგ;

(b)  საქართველოში,(i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებულ იქნა შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ;

(ii) შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, რომლებიც გადასახდელია ნებისმიერი საგადასახადო წლისთვის, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია საქართველოში 20  , რიცხვში და ჰონგ კონგში 20  ,  რიცხვში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

(ხელმოწერილია)

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის

სახელით

(ხელმოწერილია)

საქართველოსა

და

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის

შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ შეთანხმების

ოქმი

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ შეთანხმების („შეთანხმება“) ხელმოწერის დროს ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1.  ამ შეთანხმებასთან მიმართებაში იგულისხმება, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები” და ”ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ ნიშნავს, შესაბამისად, „ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს” და “ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”.

2.  ამ შეთანხმების მე-19 მუხლთან დაკავშირებით იგულისხმება, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც სტუდენტი ხელშემკვრელ მხარეში დაქირავებით მუშაობს იმ პერიოდში, როდესაც იგი იღებს განათლებას ამ მხარეში.

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია საქართველოში  20        ,     რიცხვში და ჰონგ კონგში 20     ,  რიცხვში ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩინურ  და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

სახელით

(ხელმოწერილია)

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ჰონგ კონგის

სახელით

(ხელმოწერილი