„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№978-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
130000000.05.001.020405
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა ან/და განახლება

1. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ.

2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადაიხედება და  განახლდება ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას.

3. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო განახლდება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.

2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისთვის, გადახედვისა და განახლებისთვის იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.“.

3. 192 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, გადახედვასა და განახლებას;“.

4. 196 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების, გადახედვისა და განახლების პროცესს;“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს აპარატის მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან, ხოლო საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო (ხელფასი) − აგრეთვე წოდებისთვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსგან. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ყოველთვიურად ეძლევა ფულად სარგოზე (ხელფასზე) დანამატი სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით (წელთა ნამსახურობის დანამატი), შემდეგი პროცენტული ოდენობით:

ა) 1 წლიდან 2 წლამდე ნამსახურობისთვის − 5 პროცენტი;

ბ) 2 წლიდან 5 წლამდე ნამსახურობისთვის − 10 პროცენტი;

გ) 5 წლიდან 10 წლამდე ნამსახურობისთვის − 15 პროცენტი;

დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისთვის − 20 პროცენტი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ნოემბერი 2021 წ.

N978-VIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.11.2021.
როდის იქნა მიღებული „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №978-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.05.001.020405.
რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №978-VIმს-Xმპ, 02.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.020405 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5221964/