„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2021 წლის 22 ოქტომბერი ქ. ბაღდათი |
1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის პირველი მუხლის (საკრებულო) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული 27 წევრისაგან, რომელთაგან 18 წევრი არჩეულია პროპორციული, ხოლო 9 წევრი მაჟორიტარული წესით.“
2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 98-ე მუხლი (საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი):
ა. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.“.
ბ. მე-13 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13.თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.“.
გ. დაემატოს მე-14 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.“.
დ. დაემატოს მე-15 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15.თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი, თუ მან ამ შემთხვევაშიც
ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.“.
ე. დაემატოს მე-16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა, შეიძლება ზედიზედ ორჯერ.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 99-ე მუხლი (საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი;
ა) 99-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება.“.
ბ) დაემატოს მე-11 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა ამ რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, მერის მოვალეობის შესრულებისას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2021.
- როდის იქნა მიღებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.10.2021. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.124.016425.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის №112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ, №17, 22.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.124.016425 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5272796/