საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1165-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.020461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 173-ე მუხლის:

ა) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან;“;

ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) საქონლის იმპორტი საერთაშორისო დიპლომატიური და საკონსულო შეთანხმების შესაბამისად, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან;“.

2. 192-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 1901​მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:

ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი;

ბ) თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები);

გ) სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.“;

ბ) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:

„12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდში მითითებული  საქონლის  იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორის მიერ აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“;

გ) მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი;“;

დ) მე-7 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედების წესი ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

3. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი;“.

4. 199-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურები/რეექსპორტი (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისა და დროებით შემოტანისა) საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება;“.

5. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132-ე ნაწილი:

„132. 2023 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.“.

6. 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2023 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2021 წ.

N1165-VIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (6 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1165-VIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.020461.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1165-VIმს-Xმპ, 17.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020461 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5308285/