განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 543,6 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2021 წლის გეგმა
სულ
მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები
04 00
განათლება
2 543,6
764,2
1 779,5
04 01
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
1 559,5
0,0
1 559,5
04 02
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა
33,9
10,9
23,0
04 03
მოსწავლეთა ტრანსპორტირების მომსახურების პროგრამა
574,9
574,9
0,0
04 04
სკოლების რეაბილიტაცია
179,9
178,4
1,5
04 05
ზოგადი განათლების ხელშეწყობა (ინტერნატი)
84,0
84,0
04 06
სკოლისგარეშე განათლების პროგრამა (მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი)
111,5
0,0
111,5
ათას ლარში
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
დაფინანსება
ათას ლარში
04 01
1 559.5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ -ე. კიკნაძის სახ. სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანება
პროგრამის აღწერა და მიზანი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. 2020 წლისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში იფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, 606 აღსაზრდელით. მათ შორის 3 ბაგის ჯგუფი. არის 2 სკოლისათვის მზაობის ჯგუფი. გაერთიანებაში 2020 წლისათვის დასაქმებული იქნება 256 თანამშრომელი.2020 წლიდან გვემატება , გედსამანიის და საღანძილის საბავშვო ბაღები, ღორეშის მეორე ჯგუფი .გაერთიანება ვალდებულებულია ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #485 დადგენილებით დამტკიცებული ტექტიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთანბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენილ ნორმებთან;ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ახლის შეძენა. ა(ა)იპ - სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებულ პერსონალზე შრომითი პირობების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება, რისთვისაც ჩასმული გვაქვა 2021 -22-23-24 წლებისათვის გარკვეული თანხა. 2021 წლისათვის გათვალისწინებულია არაფინანსურ აქტივებში : კიცხისა და #2 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება. ეზოს სათამაშოების, სარეცხი ნანქანა სოფ. ბორის ბაღისთვის და 1კომპიუტერი და 2 პრინტერერი (ასლგადამღები) გაერთიანებისათვის , ასევე ახლადგახსნილი ბაღებისათვის ინვენტარის შეძენა.
მოსალოდნელი შედეგი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა.ა.ი.პ. ე. კიკნაძის სახ. სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტები. სრულად დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური კოვიდ -19 -თან დაკავშირებით შესაბამისათ გავზარდეთ სან/ჰიგიენურისა და რეცხვა ქიმწმენდის ხარჯები წინა წელთან შედარებით., კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 606 შესაბამისი ასაკის ბავშვი.
ათას ლარში
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
04 02
33,9
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფარასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია აღსაზრდელებისა და მომსახურე პერსონალისათვის კეთილსაიმედო გარემოს შესაქმნელად და სააღმზრდელო ადგილების დასამატებლად.
მოსალოდნელი შედეგი
სკოლამდელი ასაკის ბავშვების სააღმზრდელო ადგილებით უზრუნველყოფა
ათას ლარში
პროგრამის დასახელება
კოდი
მოსწავლეთა ტრანსპორტირების მომსახურების პროგრამა
დაფინანსება ათას ლარში
04 03
574.9
პროგრამის განმახორციელებელი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 17-ე მუხლის შესაბამისად დელეგირებული ფუნქციის შესრულებას, რომელიც თავისმხრივ მოიცავს სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას. ტრანსპორტირება გულისხმობს ისეთი სოფლებიდან, სადაც არ არის საჯარო სკოლა, ბავშვების წაყვანას ახლო მდებარე საჯარო სკოლებში და მათ უკან სახლში დაბრუნებას. დღეის მდგომარეობით მომსახურემას ახორციელებს თვრამეტი მინი ავტობუსი, რომელსაც გადაყავს დაახლოებით 2651 ბავშვი.
მოსალოდნელი შედეგი
სკოლის მოსწავლეებისთვის საშუალოგანათლების მიღების ხელმისაწვდომობა
ათას ლარში
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლების რეაბილიტაცია
დაფინანსება ათას ლარში
04 04
179,9
პროგრამის განმახორციელებელი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 17-ე მუხლის შესაბამისად დელეგირებული ფუნქციის შესარულებას, რომელიც თავისმხრივ მოიცავს საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2021 წელს გაგრძელდება 2019 წელს საქ. მთავრობის N 13 განკარგულებით დაწყებული სკოლების რემონტი, ასევე დაემატება საქ. მთავრობის 2020 წლის N 27 განკარგულებით გამოყოფილი სახსრები, სკოლებში სველი წერტილების მოსაწესრიგებლად.
მოსალოდნელი შედეგი
რეაბილიტირებული და სწავლისთვის შესაფერისი პირობების მქონე საჯარო სკოლები
ათას ლარში
პროგრამის დასახელება
კოდი
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
(სკოლა-პანსიონი)
დაფინანსება
ათას ლარში
04 05
84.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სსიპ ბორის საჯარო სკოლა პანსიონი
პროგრამის აღწერა და მიზანი
ბორის საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სწავლას ახორციელებს, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. შესულია საჯარო სკოლის წესდების N 448 ბრძანების მესამე დანართში და ბავშვებს სთავაზობს პანსიონურ მომსახურეობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან წამოსული თანხები მთლიანად ხმარდება სკოლას პანსიონური მომსახურეობის განსახორციელებლად, სკოლაში დღეის მდგომარეობით 138 მოსწავლეა აქედან 14 მოსწავლე ათევს ღამეს, მათ შორის არის უკიდურესად გაჭირვებული, ობოლი და მზრუნველობა მოკლებული მოსწავლეები. პანსიონი გულისხმობს მოსწავლეების უზრუნველყოფას ღამის გათევით, კვებით და მკურნალობით, ასევე აუცილებელი ჰიგიენის ნივთებით და ტანსაცმლით, ამასთან ერთად ბავშვები, რომლებიც სკოლაში რჩებიან უზრუნველყოფილნი არიან საკანცელარიო ნივთებითა და სხვა სასწავლო რესურსებით. თუმცა მიუხედავად ამისა სკოლას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული თანხის უმეტესი ნაწილი ხელფასებს ხმარდება, სკოლაში დასაქმებულია 44 თანამშრომელი და აქედან 20 ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამის გარდა რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებით სკოლა იზიდავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სკოლაში სკოლის პანსიონური ტიპიდან გამომდინარე შემოდის და გარდა სკოლაში დამრჩენი 14 ბავშვისა, სკოლის ყველა მოსწავლეს უწევს დახმარებას, რაც გამოიხატება მოსწავლეების საჭიროებებზე, კერძოდ: ყოველწლიურად საზამთრო ქურთუკების, ბათინკების, სპორტულების, ბოტასებისა და ჯინსის შარვლების შეძენა, საკანცელარი რესურსების შეძენა, ჰიგიენური და სამეურნეო საშუალებებით მომარაგება, ოპერაციების გაკეთება (ყველა მოსწავლეზე ვრცელდება), მედიკამენტებით მომარაგება, კვების პროდუქტებით მომარაგება, რაც საშუალებას გვაძლევს სკოლის ყველა მოსწავლემ უფასოდ იკვებოს. სტომატოლოგიური მომსახურეობის დაფინანსება, (რაც ასევე ყველა მოსწავლეზე ვრცელდება) ბავშვების რეგულარული სამედიცინო გამოკვლევა, სკოლაში ბავშვთა ექიმის მომსახურეობა, წელიწადში ერთხელ ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრიდან სპეციალური მოწვევთ (არასამთავრობოს მიერ) ექიმთა ბრიგადის მიერ მოსწავლეების სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევევები, ამ გამოკვლევების შედეგად მოსწავლეებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა, (უზრუნველყოფს არასათავრობო ორგანიზაცია). სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ,,სმარტ კლუბის“ პროექტების დაფინანსება, (სოციალური, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, შემეცნებითი პროექტების განხორციელება, წელიწადში მინიმუნ 10 პროექტი), რაც ყველაზე მთავარია სკოლაში შემოღებულია სახელობო სწავლება, სადაც ბავშვები სწავლობენ: ცეკვას, სიმღერას, სტილისტის პროფესიას, კერვას, ხატვას, კარატეს, ხალხურ საკრავებს, კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს და ხელოვნების შემსწავლელ კურსებს. ეს ყველაფერი ბავშვებისათვის უფასოა და მათ მასწავლებლებს ხელფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია უხდის.
გარდა ამ ყველაფრისა, ორგანიზაციის მიერ ამ დროისათვის უმაღლეს სასწავლებელში დაფინანსებულია, რაიონის მკვიდრი ოთხმოცდაათამდე ჩვენი სკოლადამთავრებული.
2020 წლის მარტის თვიდან პანდემიის გამო სკოლამ შეწყვიტა მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციამ სკოლის ყველა თანამშრომლებსა და მოსწავლეებს სულ ჯამში 178 ადამიანს ექვსი თვის მანძილე ყოველთვიურდ უსასყიდლოდ დაურიგა საკვები პროდუქტები ( 3 ლ. ზეთი, 3კგ. შაქარი. 3 კგ.ბრინჯი, 4,5 კგ. ლობიო, 5 კგ მაკარონი, 3 კგ ფქვილი.)
ამავე დროს ყოველ წელს უმჯობესდება სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზა, ასევე ბავშვებს ეხმარებიან პროფესიული განათლების მიღებაში. ამასთან ერთად სკოლაში მათ მიერ შემოტანილი იქნა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახის ელექტროტექნიკა: მაცივარი, სარეცხი მანქანა, საშრობი მანქანა, სამზარეულოსთვის საჭირო ინვენტარი, ტელევიზორები, ვიდეო მაგნიტაფონები, მუსიკალური ცენტრი, კომპიუტერები და სხვა . ასევე დამრჩენი ბავშვებისთვის საძინებელ კორპურსში საჭირო ინვენტარი. არასამთავრობო ორგანიზაცია იხდის დახარჯული ელექტრო ენერგიის ყოველთვიურ საფასურს და ეს თანხა 2020 წელის ოქტომბრის ჩათვლით შეადგენს 4800 ლარს. ეს ინვესტიციები რაც შემოდის დამოკიდებულია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე.
ადგილობრივიდან შემოსულ თანხაზე მეტი შემოდის არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რაც რა თქმა უნდა ხმარდება ისევ და ისევ ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას. მომავალი წლის განმავლობაშიც ვფიქრობ ეს პროექტები არასამთავრობო ორგანიზაციიდან ისევ გაგრძელდება, რაც ძალიან კარგი იქნება, არამარტო ჩვენი სკოლის არამედ მთელი სოფლის მოსახლეობისათვის. სულ სახელფასო ფონდი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2021 წელს შეადგენს 80000 ლარს, აქედან შრომის ანაზღაურება არის 73100 ლარი, ხარჯი - 6900 ლარი, აქედან 1000 ლარი საპენსიო დანაზოგი, 3000 ლარი არის საწვავი -შეშა, 900ლარი - რბილი ინვენტარი (პანსიონის ბავშვების ტანსაცმელისათვის), ხოლო 2000 ლარი ოფისის ხარჯები. სკოლას ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ მოუთხოვია კვების და მკურნალობის ხარჯები, აღნიშნული ხარჯები ფინანსდება ნატურალური სახით არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რაც იმედია მომავალშიც გაგრძელდება..
იმისათვის რომ ბავშვებს გამართულად მოვემსახუროთ, აუცილებელია შევინარჩუნოთ ის შტატები, რომლებიც დღეს გვაქვს და ბოლოს მინდა ავღნიშნო რომ ამ დაფინანსებით ცხოვრებას ვუადვილებთ არა მარტო სკოლაში დამრჩენ ბავშვებს, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეს და ყველა თანამშრომელს, რადგან გარდა ამ დაფინანსების სიკეთეებისა, სკოლას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია.
მოსალოდნელი შედეგი
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლა, სააღმზრდელო პროცესის წარამთვისათვის უზრუნვეყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით: დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტები, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური ნორმები, გაუმჯობესდება სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოფა და მათთვის პირველხარისხოვანი გახდება სწავლაზე ზრუნვა, ასევე ხელმისაწვდომი იქებაა მათთვის უმაღლესი განათლების უფასოდ მიღება. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისა მომავალ სასწავლო წელს ორგანიზაციის მიერ გვაქვს უფრო მეტი შემოთვაზებები, რაც აისახება მოსწავლეების კეთილდღეობაზე. კლუბის მუშაობის შედეგად სოფელში მაცხოვრებელი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში პირველადი მოხმარების საჭირო სურსათით მომარაგება და ზრუნვა, რაც მოსწავლეებში აღვივებს თანაგანცდისა და კეთილგანწყობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ყველა ზემოთ აღნიშნული დაფინანსებით მოპოვებული აქტივობები და რესურსები მოხმარდება და გამოადგება არამხოლოდ სკოლის შიგნით არსებულ მოსწავლეებსა თუ პერსონალს, არამედ მთლიანად სოფლის მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ათას ლარში
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლისგარეშე განათლების პროგრამა (მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი)
დაფინანსება
ათას ლარში
04 06
111.5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ და მასთან არსებული მუსიკალური სტუდია „ჰარმონია“
პროგრამა გულისხმობს მოზარდთა შემეცნებით საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებს 14 დასახელების წრე; საესტრადო სიმღერის წრე (45 ბავშვი), რიტმული ცეკვის წრე (30 ბავშვი), ხალხური სიმღერის წრე სოფ. ლეღვანსი (15 ბავშვი), კინომოყვარულთა წრე (25 ბავშვი), კომპიუტერის შემსწავლელი წრე სოფ. ბორითი (10 ბავშვი), საეკლესიო საგალობლების შემსწავლელი წრე (35 ბავშვი), ნორჩ-მათემატიკოსთა წრე (30 ბავშვი), მხარეთმცოდნეობის შემსწავლელი წრე (32 ბავშვი), ხელგარჯილობის წრე (25 ბავშვი), ინგლისური ენის შემსწავლელი წრე (35 ბავშვი), ხატვის წრე (30 ბავშვი), მაკრამეს წრე (25 ბავშვი, სპეც. საჭიროების ჯგუფი (10 ბავშვი), საბავშვო თეატი (18 ბავშვი), ხეზე კვეთის წრე სოფ. მარელისში (12 ბავშვი), მუსიკალური სტუდია ხარაგაულსა და სოფელ ვერტყვიჭალაში (31 ბავშვი). ბავშვებისათვის ყველა წრე უფასოა გარდა მუსიკალური სტუდიისა, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება მშობელთა შემონატანით, რაც შეეხება სოციალურად დაუცველ სტუდიის მოსწავლეებს გათავისუფლებულებულები არიან გადასახადისაგან. წრეებში გაერთიანებულია სულ 408 ბავშვი. (სახელობითი სიით 260 ბავშვი). მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დასაქმებულია 22 თანამშრომელი, მათ შორის 2 ტექნიკური და 4 ადმინისტრაციული პერსონალი, 16 პედაგოგი. ტექნიკური პერსონალის ხელფასი შეადგენს 7800 ლარს, ადმინისტრაციის 39000 ლარს, პედაგოგების 55320 ლარს.
ბავშვები პერიოდულად მონაწილეობა ღებულობენ რაიონულ და რესპუბლიკურ ღონისძიებებში, ფესტივალებსა და კონკურსებში.
ქვეპროგრამის მიზანია:
მოსწავლე-ახალგაზრდობის თავისუფალი დროის შინაარსიანი გამოყენება.
მეტი მოზარდის ჩართულობა.
წარმატებით ჩატარებული ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტის წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით ფესტივალებზე და კონკურსებზე მიღწეული შედეგებით.
მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი სასწავლო წლის მანძილზე იფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს მოსწავლეთა სახლის მომსახურეობით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს წრეებით სარგებლო