კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 338.6 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2021 წლის გეგმა
სულ
მათ შორის
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები
საკუთარი შემოსავლები
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
1 338,6
2,3
1 336,3
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
382,8
0,0
382,8
05 01 01
სპორტული ღონისძიებები
5,0
0,0
5,0
05 01 02
სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა
376,0
0,0
376,0
05 01 03
სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია, მშენებლობა აღჭურვა
1,8
0,0
1,8
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
833,0
2,3
830,7
05 02 01
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
819,7
0,0
819,7
05 02 01 01
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა
125,0
0,0
125,0
05 02 01 02
კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა
674,0
0,0
674,0
05 02 01 03
ფოლკლორის ხელშეწყობის პროგრამა
20,7
0,0
20,7
05 02 02
კულტურის ღონისძიებების დაფინანსება
11,0
0,0
11,0
05 03
მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ხელშეწყობის პროგრამა
59,0
0,0
59,0
05 02 03
კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2,3
2,3
0,0
05 04
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
45,0
0,0
45,0
05 05
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
18,8
0,0
18,8
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01
5,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება, წახალისება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით; სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა; წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ხელშეწყობა; ღვაწლმოსილი და ვეტერანი სპორტის დამსახურებული სპორტსმენების დასაჩუქრება; სპორტული ა.(ა).ი.პ.-ების ფუნქციონირების ხელშეწყობა; სხვადასხვა სპორტულ ღონისძებებზე ტრანსპორტირებაში დახმარება;
მოსალოდნელი შედეგი
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლინება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და მასობრიობის ზრდა;
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02
376,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი აერთიანებს 15 სპორტულ მიმართულებას, ესენია: ფეხბურთი (80 ბავშვი); კალათბურთი (86ბავშვი); მაგიდის ჩოგბურთი (12ბავშვი); ჭადრაკი და შაში (12ბავშვი); ძიუ-დო (66 ბავშვი); თვისუფალი ჭიდაობა (16ბავშვი); ქართული ჭიდაობა (20 ბავშვი); ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (16 ბავშვი); სამბო (18 ბავშვი); კარატე ტაიკვანდო (24ბავშვი); კარატე კუნგ-ფუ-სანდა (24ბავშვი); სპორტული კარატე (20ბავშვი); რაგბი (24ბავშვი); მძლეოსნობა(18ბავშვი); მკლავჭიდი (15ბავშვი). სულ 27 ჯგუფია, ჯგუფები გახსნილია ბორითში, ხევში, კიცხში,ბორში, ვერტყვიჭალაში, ნადაბურში,ღორეშაში,ვახანში, მოლითში.სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 450 მოსწავლე, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 4-ჯერ. სპორტულ ცენტრში დასაქმებულია 66 ადამიანი, მათ შორის 39ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და 27 მწვრთნელი. ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. 2021წლის 2თებერვლამდე ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ სპორტსმენების დღიური კვებისათვის საჭირო თანხა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფარდლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში, განისაზღვრებოდა 8 ლარით. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება , შიდა ბრძანებით, გაიზაარდოს სპორტსმენების დღიური კვებისათვის საჭირო თანხა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფარდლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში, და განისაზღვროს თითოეულ სპორტსმენზე 15ლარის ოდენობით.
ასევე წარჩინებულ სპორტსმენებზე განსაზღვრულია გაიცეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო წელიწადში ერთხელ(მიღწევების შესაბამისად), წახალისების მიზნით.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:იღბლიანი ანკესი, ჯომარდობა,ხარაგაულელი პირველკურსელების გაცილება სტუდენტობის გზაზე,დაიცავი ბუნება განადგურებისაგან, ლეღვნის ბანაკი და სათავგადასავლო ტურ-თამაშები, იცნობდეთ ხარაგაულს და ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი
ქვეპროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;
- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით;
- უკანონო თევზჭერის დაგმობა და სპორტული თევზაობის პოპულარიზაცია;
- ჯომარდობის მნიშვნელობის გაზრდა და სამომავლოდ ჯომარდობის სკოლის ჩამოყალიბება; -ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გამოავლინონ საკუთარი ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები;
- ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედი ბავშვების გამოვლენა და მათი წახალისება -ანდრიაობის ღონისძიება - ბუკლეტების დამზადება და გავრცელება
მოსალოდნელი შედეგი
სპორტული ცენტრი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია ცენტრის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხემისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა; მუნიციპალიტეტის მცხოვრები თითოეული მოზარდისათვის და მიმდებარე რაიონების მცხოვრები მოსახლეობისათვის ცნობადობის ამაღლება ჩვენი ღირსშესანიშნავი ადგილების და ძეგლების შესახებ.
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია, მშენებლობა აღჭურვა
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 04
1.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელდება დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაციის და კალათბურთის მოედნის მშენებლობის მონიტორინგი საკუთარი სახსრების ხარჯზე
მოსალოდნელი შედეგი
საფეხბურთო და საკალათბურთო სტადიონები შეუფერხებლად უმასპინძლებს წლის განმავლობაში გამართულ ყველა სპორტულ ღონისძიებას
ათას ლარში
პროგრამის დასახელება
კოდი
სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 01 01
125,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააპი ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, თეორიული, ვიოლინოს, კლასიკური გიტარის, საესტრადო ვოკალის, დრამის მიმართულებები. სამუსიკო სკოლაში დაწყებით სამუსიკო განათლებას იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 97 მავშვი. სკოლაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსონალი და პედაგოგები) 15 თანამშრომელს. დაფინანსება შეადგენს 125000 ლარს. სკოლაში ფუნქციონირებს ვოკალურ ინსტრუმენტული ბენდი.სამუსიკო განათლების ხელშეწყობის მიზანია : შემიქმედების მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრის შემსწავლელი მიმართულებების ჩამოყალიბება; კულტურული ღონისძიებების ჩატარება მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კოკკურსებში, ფორუმებში როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლა წლის განმავლობაში ფუნქციონირებს შეუფერხენლად, სრულად არის დაკმაყოფილებული სამუსიკო განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ მულიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მაშტაბით და საზღვარგარეთ ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.
ათას ლარში
პროგრამის დასახელება
კოდი
კულტურისა და ხელოვნების ხელშწყობა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 01 02
674,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 1 კულტურის ცენტრი,1 ისტორიული მუზეუმი, 25 ბიბლიოთეკა, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი. კულტურის ცენტრში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები, ქორეოგაფიული წრეები, ბალეტისა და სამეჯლისო ცეკვების წრე,ფოლკლორული ანსამბლები, ვოკალური წრე, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი,აღნიშნული წრეების სწავლების პრგოგრამებში მონაწილეობს 60-მდე აღსაზრდელი, ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებში ჩართულია 230-მდე მონაწილე. დაფინანსება 90,250 ლარი. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 25 საბიბლიოთეკო განყოფილება, მათ შორის 1 ცენტრალური, 1 საბავშვო, 1 პატარა ხარაგაულის და 22 სასოფლო ბიბლიოთეკა. წიგნადი ფონდი ჯამში შეადგენს 196225 ერთეულს . ბიბლიოთეკით მოსარგებლეთა რაოდენობა შეადგეს 4800 ადამიანს. დაფინანსება 101,580 ლარი. ბიბლიოთეკა ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, ტრადიციულად აქტიურად მონაწილებს საბიბლიოთეკო კვირეულში, გრძელდება პროექტი ,,შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან", რომლის ფარგლებშიც არაერთი ცნობილი სახე სტუმრობდა ხარაგაულს. აქტიურად მიმდინარეობს წიგნადი ფონდის განახლება და მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაცია , ბიბლიოთეკა ახორციელებს პროექტს შშმ პირთათვის , პროექტით სარგებლობს 30-მდე ბენეფიციარი, დაფინანსება 11,600 ათასი ლარი. აგრეთვე ფუნქციონირებს ბიბლიოთეკასთან არსებული ინოვაციების ცენტრი,რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,ტრენინგები ტარდება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.მოსარგებლეთა რაოდენობა 250 მდე ადამიანი. დაფინანსება 11,400 ლარი. სულ ბიბლიოთეკისა და მასში შემავალი განყოფილებების დაფინანსება 124,580 ლარი.კულტურის ცენტრთან არსებული ო. აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი მრავალი ათეული წელია წარმატებით ფუნქციონირებს.იგეგმება 1 პრემიერა და 3 სპექტაკლის აღდგენა სულ გაიმართება 8 ჩვენება . თოჯინების თეატრი გამართავს 1 სპექტაკლის პრემიერას , რომელიც ნაჩვენები იქნება 4ჯერ და ასევე ნაჩვენები იქნება 2 აღდგენილი სპექტაკლი, რომელიც ნაჩვენები იქნება 8ჯერ. ასევე წარმატებულად მოღვაწეობს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, დაგეგმილია 4 სპექტაკლის პრემიერა, აღდგება 14 სხვადასხვა სპექტაკლი და საბოლოო ჯამში გაიმართება 45 ჩვენება. აღასანიშნავია , რომ სპექტაკლები და თეატრალური წრმოდგენები იმართება როგორც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სულ თეატრების დაფინანსება 160,300 ლარი.მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 1 ისტორიული მუზეუმი, ექსპონატების რაოდენობა 11 686 ერთეული; ვიზიტორები წლის განმავლობაში 4320;მუზეუმის დაფინანსება 58,920 ლარი, მუზეუმში ხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტები: „პატარა არქეოლოგები“,’’მოხალისე გიდები“,პატარა რესტავრატორები, ,,ჩვენ ვხატავთ ანიმაციას", ,,ფერწერული მუსიკა", ,,ექსპონანტით გაცოცხლებული ხარაგაულის ისტორია”, „შემოდგომა იმერეთში“, „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ , ,,მუზეუმებისა საერთაშორისო დღე“ და ა.შ .პერიოდულად იგეგმება საგამოფენო დარბაზის განახლება ექსპონატებით,მოეწყობა სხვადასხვა სახის ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა. ფუნქციონირებს ხატვისა და ქანდაკებების შემსწავლელი წრე , სადაც აღსაზრდელები ეუფლებიან სხვადასხვა მასალების გამოყენებით ფერწერული თუ კერამიკული ნამუშევრების შექმნას.მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. კულტურის ცენტრის მიერ სრულად არის დაკმაყოფილებული ქორეოგრაფიულ, ფოლკლორულ და ვოკალურ წრეებზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. თეატრებში იდგმება სპექტაკლები. ბიბლიოთეკები და მუზეუმები საკუთარი მომსახურებას სთავაზობენ მსურველებს. ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით (ხელფასი და სხვა)
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ფოლკლორის ხელშეწყობის პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 01 02
20,7
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
პროგრამის აღწერა და მიზანი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს სორის 2019 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლის ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა ცენტრის მიერ მოწყობილ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. წარჩინებული ახალგაზრდობის უფასო სწავლება გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების ხელშეწყობა და ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადება სპეციალური პროგრამით.
მოსალოდნელი შედეგი
სალოტბარო სკოლის მოსწავლეების უფასოდ ჩართვა სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ განხორცილებულ ფესტივალებსა და ღონისძიებებში.
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 02
11,1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებში ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას;კულტურული პროექტების თანადაფინანსებას;
კულტურისა და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას;
კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა;
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება;
პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება კულტურისა და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა, შედეგად გაიზრდება შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაცია.
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ხელშეწყობის პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 03
59,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი", რომელიც უზრუნველყოფს გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის გამოცემას". ცენტრის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.გაზეთის საშუალებით მოსახლეობას სისტემატიურად მიეწოდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის და სხვადახვა ღონისძიებების შესახებ.
ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით დაინტერესებული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, ბევრად ნაკლები დროისა და ენერგიის ხარჯზე. ცხელი ხაზის ძირითადი დატვირთვაა შემდეგი აქტივობები: მოქალაქეთა პრობლემების დაფიქსირება და შესაბამის საჯარო მოხელეებთან გადამისამართება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, სისტემატურად იმართება შეხვედრები სოფლებში. ადგილზეგაცნობა მოსახლეობის პრობლემების და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელობამდე მიტანის უზრუნველყოფა. ასევე კომპეტენციის ფარგლებში დახმარება.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტივობების შესახებ; ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება. მოქალაქეებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება ბევრად ნაკლები დროის ხარჯზე.
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03
2,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს რეაბილიტირებული ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაზე საგარანტიო 2,5 %-ის მშენებელი ორაგანიზაციისათვის დაბრუნებას დადებული ხელშეკრულების მიხედვით.
მოსალოდნელი შედეგი
კულტურის ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია ხარისხიანად
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 04
45.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა დაბაში ახლადაშენებულ საკათედრო ტაძარს შიდა მოწყობითი სამუშაოების შესასრულებლად და საეკლესიო ინვენტარის შესაძენად.
მოსალოდნელი შედეგი
რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობა
ათას ლარში
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
დაფინანსება
ათას ლარებში
05 05
18,8.
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები: - ახალგაზრდული პროექტები მომართვიანობის მიხედვით; ქვეპროგრამის მიზანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდულ პოლიტიკასთ