„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35-99
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016673
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

        
            
შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა

და

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას

შორის

ლიჰის  დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე

წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ

 

საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა  („მთავრობები“),

მხედველობაში იღებენ  რა, ორი მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტითა და იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ აქტით, ან მათგან გამომდინარე კანონმდებლობით გათვალისწინებული, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გრანტის საფუძველზე გაცემული დახმარების თაობაზე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი I

საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა თანხმდებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წინასწარ თანხმობის გარეშე საქართველოს მთავრობამ არ უნდა უზრუნველყოს 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტითა და იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ აქტით, ან მათგან გამომდინარე კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული დახმარების გაცემა საქართველოს უსაფრთხოების ძალების ნებისმიერი დანაყოფის მიმართ, რომლის თაობაზეც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით ეცნობა საქართველოს, რომ აღნიშნულ დანაყოფს აკრძალული აქვს ამგვარი დახმარების მიღება 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტის 620M ნაწილით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ლიჰის კანონი“.

 

მუხლი II

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება, თუ მისი შეწყვეტა არ განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების III მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი III

წინამდებარე შეთანხმებაში, ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერ დროს, თითოეული მთავრობის მიერ მეორე მთავრობისათვის 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.

 

აღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერები, რომლებიც საკუთარი მთავრობების მიერ აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2022 წლის 12 იანვარს, ორ დედნად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

 

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

ამერიკის შეერთებული შტატების

მთავრობის სახელით

           ____________________________

____________________________

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე

ელჩი კელი კ. დეგნანი

 


 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება?
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 12.01.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №35-99. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016673.
სად არის „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება, №35-99, 12.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016673 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5361878/