„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
040110040.10.003.023264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №56

2022 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/07/2020, 040110040.10.003.022162) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

 1. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეიძლება, გადაეცეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემზღუდველი პირობების გაუთვალისწინებლად, თუ:

ა) ამ პირის მიერ სრულყოფილად არის წარდგენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

ბ) ეს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას ამ დებულების მიხედვით;

გ) არ მიმდინარეობს დავა ამ ფართობზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;

დ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ამ ფართობზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული ან ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №1).“.

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საკუთრების უფლების მოწმობა

 

 

________________

გაცემის თარიღი

 

მესაკუთრე/თანამესაკუთრეები1:

______________________________                                   ______________________

                                                                                                       პირადი ნომერი

 

მესაკუთრისათვის/თანამესაკუთრეებისათვის საკუთებაში გადაცემული:

 

1. საცხოვრებელი ფართობი:

 ____________________               _____________________                  ________________

  ადგილმდებარეობა                       საკადასტრო კოდი2                                   ფართობი

 

2. არასაცხოვრებელი ფართობი:

 ____________________               _____________________                  ________________

  ადგილმდებარეობა                       საკადასტრო კოდი2                                  ფართობი

 

3. მიწის ნაკვეთი:

 ____________________               _____________________                  ________________

  ადგილმდებარეობა                       საკადასტრო კოდი2                                  ფართობი

 

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის კომისიის/მინისტრის გადაწყვეტილება:

_____________   _____________

თარიღი               ნომერი

 

მოწმობა ძალაშია საფუძველსა და ხელმომწერი თანამდებობის პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

 

მოწმობა შედგენილია ერთ ეგზემპლარად, რომელიც ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. საკუთრების უფლების მოწმობის დედნის დამოწმებული თითო ეგზემპლარი ინახება მესაკუთრესთან/თითოეულ თანამესაკუთრესთან.

 

უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა.

 

_________________

1მოწმობაში მიეთითება ყველა მესაკუთრე.

2საკადასტრო კოდი მიეთითება, თუ უძრავი ნივთი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი