“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 1999 წლის 3 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებულ დაცვის ინისტრი დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.11.118.005.418
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №378
2002 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შსს 1999 წლის 3 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და კადრების შერჩევა-განაწილების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს შსს 1999 წლის 3 თებერვლის №50 ბრძანებით დამტკიცებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-4 თავის 4.7 პუნქტი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:
_„დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის, სამმართველოების, სამსახურების, განყოფილებების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ლეგიონებისა და დაქვემდებარებული საქალაქო და რაიონული დანაყოფების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, შემავალი განყოფილებების უფროსებსა და მოადგილეებს, ქვეგანყოფილებების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შს მინისტრი ან შს მინისტრის კურატორი მოადგილე, ნომენკლატურის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე“.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს დებულების მე-4 თავის 4.8 პუნქტი.
2. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
კ. ნარჩემაშვილი