„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №133 |
|
2022 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის განხორციელების მიზნით, ქონების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უძრავი ქონების (გარდა ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბათუმში მდებარე უძრავი ქონებისა), ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით, მეწარმე სუბიექტისთვის გადასაცემად.“.
2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ბ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა − საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
ბ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი − საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;“.
3. მე-7 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარი დაარღვევს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უძრავი ქონების გადაცემის პირობებს და ამავდროულად, ქონების სააგენტოს წარუდგენს უძრავი ქონების იპოთეკარის, კომერციული ბანკის წერილობით ინფორმაციას, პროგრამის ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის 90 (ოთხმოცდაათი) დღეზე მეტი ვადით დარღვევისა და ამ დარღვევით გამოწვეული პროგრამის განხორციელების საფრთხის თაობაზე, პროგრამის ბენეფიციარს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის პირობების ნაცვლად, ქონების სააგენტოსათვის წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე, შეუძლია, შეასრულოს ქონების გადაცემის ალტერნატიული პირობა, კერძოდ, შეტყობინების გაკეთებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს თანხა შემდეგი ოდენობით:
ა) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის) ერთი მეოთხედის სხვაობის 2,5-ჯერ გაზრდილ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარისა;
ბ) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დადგენილია 100 000 (ასი ათასი) ლარიდან 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ჩათვლით, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) ერთი მეოთხედის სხვაობის ორმაგ ოდენობას;
გ) თუ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, გადასახდელი თანხა შეადგენს ამ ღირებულებისა და განხორციელებული ინვესტიციის (მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა) ერთი მეოთხედის სხვაობის 1,75-ჯერ გაზრდილ ოდენობას.“.
|