„ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2022 წლის 24 მარტი ქ. ონი |
1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური.“.
2. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების სამართლებრივი და ტექნიკური მხარდაჭერა. აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. სოციალური და ჯანდაცვის საკითხების შესწავლა და შესაბამისი დახმარების გაწევა. მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება, ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა, ასევე, პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (მათ შორის ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე.".
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის საქმეში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;“;
გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სამართლებრივი მომსახურება, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების და მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მერიის და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა (კონსულტაცია).“.
|