„ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2022 წლის 24 მარტი ხაშური |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახური.“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, შესყიდვების, საკადრო საკითხთა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა. ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14–მე-18 მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობის და მერის ცალკეული დავალებების შესრულების ხელშეწყობა და კოორდინაცია. აგრეთვე საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შეფასება, სამსახურებრივი ინსპექტირების – დისციპლინური წარმოების განხორციელება და სხვა.“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისპროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების,მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი დაეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა,საბუღალტრო მომსახურების, აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავისი მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად და სხვა.“.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „91“ პუნქტი:
„91. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება.“.
ზ) ადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
„მუხლი 181. მერიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მერიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის უშუალოდ მერის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურე, რომელიც ადმინისტრაციულ შენობაში უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას.“.
|