„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №16 |
|
2022 წლის 31 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 161-ე
მუხლის 12 პუნქტისა და 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (ვებგვერდი, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები: „თ1) აქტივების ფაქტობრივად დადასტურების აქტი – დაინტერესებულ მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აქტივის ფაქტობრივი არსებობა და მოიცავს თითოეული აქტივის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს: აქტივის უნიკალური ნომერი, დასახელება, მწარმოებელი (მოწყობილობის შემთხვევაში), მასალა, დიამეტრი, წნევა, კედლის სისქე (მილსადენის შემთხვევაში), გამტარუნარიანობა (მოწყობილობის შემთხვევაში), განლაგება (მიწისზედა/მიწისქვეშა), ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, ექსპლუატაციის ვადა, მდებარეობა, განზომილების ერთეული, რაოდენობა, საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სართულების რაოდენობა (შენობის შემთხვევაში), საერთო ფართი (შენობის შემთხვევაში, გამოხატული კვადრატული მეტრით), სტატუსი (მოქმედი/უმოქმედო/დაუმთავრებელი მშენებლობა). თ2) აქტივების ინვენტარიზაციის აქტი – ინვენტარიზაციის ჩატარების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აქტივის ფაქტობრივი არსებობა და მოიცავს თითოეული აქტივის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს: აქტივის უნიკალური ნომერი, დასახელება, მწარმოებელი (მოწყობილობის შემთხვევაში), მასალა, დიამეტრი, წნევა, კედლის სისქე (მილსადენის შემთხვევაში), გამტარუნარიანობა (მოწყობილობის შემთხვევაში), განლაგება (მიწისზედა/მიწისქვეშა), ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, ექსპლუატაციის ვადა, მდებარეობა, განზომილების ერთეული, რაოდენობა, საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სართულების რაოდენობა (შენობის შემთხვევაში), საერთო ფართი (შენობის შემთხვევაში, გამოხატული კვადრატული მეტრით), სტატუსი (მოქმედი/უმოქმედო/დაუმთავრებელი მშენებლობა).“. 2. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 161-ე მუხლის 11 და 12 პუნქტების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების შემუშავების ფარგლებში, კომისია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში გაითვალისწინებს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისგან შესყიდული აქტივების ღირებულებას შესაბამის შეფასების აუდიტორულ ანგარიშში მითითებული საბაზრო ღირებულებით, რომელსაც დაემატება ამ ღირებულების დადგენასთან დაკავშირებული აუდიტორული/საშემფასებლო მომსახურების დანახარჯი. თავის მხრივ, შესყიდული აქტივების საბაზრო ღირებულებით შეფასების აუდიტორული ანგარიში უნდა მოიცავდეს მხოლოდ იმ აქტივებს, რომლებიც დადასტურებული იქნება არაუადრეს აღნიშნული შეფასების განხორციელების წინა წელს შედგენილი აქტივების ინვენტარიზაციის აქტით ან/და აქტივების მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებული აქტივების ფაქტობრივად დადასტურების აქტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 31.03.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 300320000.16.009.016533.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №16, 31.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016533 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5426367/