1. დიეტა №15 გამოიყენება რეკონვალესცენციის პერიოდში; ავადმყოფებისათვის, რომელთაც არა აქვთ რომელიმე სპეციალური დიეტის დანიშვნის ჩვენება (კუჭნაწლავისა და მომნელებელი ორგანოების ნორმალური მდგომარეობისას).
2. დიეტის მიზნობრივი დანიშნულებაა სტაციონარის პირობებში სრულფასოვანი, მრავალფეროვანი რაციონალური კვების უზრუნველყოფა.
3. დიეტას ახასიათებს ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი და მრავალფეროვანი დიეტა, გათვალისწინებული ისეთ ადამიანთათავის, რომლებიც არ ასრულებენ ფიზიკურ სამუშაოს. ვიტამინების შემცველობა გაზრდილია. გამორიცხულია ზოგიერთი მძიმედ მოსანელებელი და ზოგიერთი მძიმედ მოსანელებელი და ცხარე საკვები პროდუქტები.
4. დიეტის ენერგეტიკული ღირებულებაა 11100-12980 კჯ (2650-3100 კკალ), ხოლო ქიმიური შედგენილობა: 80-100 გ ცილები (55-60% – ცხოველური, 8-100 გ ცხიმები (20-25% – მცენარეული), 400-450 გ ნახშირწყლები, 70-100 გ შაქარი, 12-15 გ ნატრიუმქლორიდი, 1,5 ლ თავისუფალი სითხე.
5. კულინარული დამუშავება შეზღუდვის გარეშე, მრავალფეროვანი. კვება დღეში 4-5-ჯერადია.
6. დაშვებულია: ყველა სახის პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი საკვები ინგრედიენტების სწორ თანაფარდობას და ირგანიზმში ვიტამინების მიწოდებას აძლიერებს. რეკომენდებულია რაციონში ჩაირთონ: ბოსტნეული, ხილი, კენკროვანი და მათი წვენი, ასკილის ნახარში, შემჟავებული რძის პროდუქტები, კარაქი, მცენარეული ზეთი, ჭვავის პური და სხვ. აკრძალულია: ძნელად მოსანელებელი ცხიმიანი საკვები პროდუქტები, (ღორის, საქონლის, ცხვრის ხორცი, ბატის, იხვის, საქონლის, ღორის, ცხვრისა და სხვა კულინარული ცხიმი). შეზღუდულია: მდოგვი და წიწაკა.
კარი III. დასკვნითი ნაწილი
თავი XXII. დიეტური კერძების დამზადების ტექნოლოგი
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 47. დიეტა №15
თავი XXI — სამკურნალო კვება რკონვალესცენციის დროს
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 60%
- განაკვეთი 25%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 41. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 42. №12 დიეტა გამოყენებულია ნერვული სისტემის დაავადებისას. ქიმიური შედგენილობით იგი უახლოვდება №15 დიეტას. პრაქტიკულად №12 დიეტას აღარ უნიშნავენ ავადმყოფებს. ნერვული სისტემის დაავადების ხასიათისა და ორგან
- მუხლი 43. დიეტა №13
- მუხლი 44. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 45. დიეტა №14
- მუხლი 46. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 48. საკვების სწორი დამზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არანაკლები მნიშვნელობისაა კვების პროდუქტების ნორმების (სამკურნალო დაწესებულებისათვის შემუშავებული რეცეპტების მიხედვით), სანიტარიული მოთხოვნებისა
- მუხლი 49. 1. გავიხილავთ ზოგიერთი ქართული კერძის დამზადების წესსა და გამოყენებას, რომლებიც შესწავლილია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 47, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-47/