1. პური და პურ-ფუნთუშეული: წინა დღის გამომცხვარი ან გამომშრალი ხორბლის პური, უცხიმო ორცხობილა, მშრალი ნამცხვარი, ბისკვიტი. გამორიცხულია: ჭვავის პური, შავი პური, ბლინი, ცხიმიანი ცომეული.
2. ხორცი, ფრინველი, თევზი: უცხიმო ხორეული, ფრინველი ან თევზი, დაკეპილი ან ნაჭრებად დაჭრილი, ორთქლზე მოხარშული, ლაბასხმული. კერძის დამზადებისას ხორცს აცილებენ ძარღვებს, ხრტილოვან ნაწილსა და კანს. აკრძალულია: ცხიმიანი, ფრინველის (ბატის, იხვის, ცხვრის, ღორის) ხორცი, თევზეული, შაშხი, კონსერვი, შებოლილი და სხვ. მისთ.
3. კვერცხი: თოხლო, ორთქლზე დამზადებული ომლეტი. აკრძალულია: მაგრად მოხარშული და შემწვარი კვერცხი.
4. რძე და რძის პროდუქტები: მაწონი, აციდოფილინი, კეფირი, არამჟავე ხაჭო, გახეხილი ან მობრაწულას სახით, უცხიმო არაჟანი და რძე კერძში, გახეხილი უმარილო ყველი. აკრძალულია: მოუხდელი რძე, არაჟანი, ცხიმიანი მარილიანი ყველი.
5. ცხიმები: კარაქი ნატურალური სახით და კერძში, მცენარეული რაფინირებულ ზეთი შეზღუდულად (10-15 გ-მდე). ყველა დანარჩენი ცხიმი აკრძალულია.
6. ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები: რძისა და წყლის ნარევზე დამზადებული ფაფეული, მანანის ბურღულის, ბრინჯის, ჰერკულესისა და დანაყილი წიწიბურას პუდინგი. აკრძალულია: უჩენჩო ქერი, ფეტვი, მაკარონი და პარკოსნები.
7. ბოსტნეული: კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, მოხარშული, პიურეს სახით. ყაბაყი და გოგრა იხარშება ნაჭრებად. მწიფე პომიდორი. აკრძალულია: ყველა სახის ბოსტნეული (კომბოსტო, თავხვეულა, თალგამი, ბოლოკი, კიტრი, სოკო და სხვ.).
8. წვნიანი: ხორცისა და თევზის სუსტი ბულიონი, ბოსტნეულის ნახარში გახეხილი ბოსტნეულითა და ბურღულეულით, რძის შეგუებადობის მიხედვით. აკრძალულია: მაგარი და ცხიმიანი ბულიონი, ბორშჩი, შჩი, შეჭამადი.
9. ხილი, ტკბილეული; მწიფე, რბილი ხილი და კენკროვანი, გახეხილი, შემწვარი ვაშლი, გახეხილი კომპოტი, კისელი, ჟელე, მუსი, სამბუკი, შაქარი, თაფლი, მურაბა, მარმელადი, პასტილა. აკრძალულია: უხეშუჯრედისიანი ხილი, შოკოლადი, ნამცხვარი.
10. საწებელა და სანელებელი: ბოსტნეულის, თევზისა და ხორცის ნახარშზე დამზადებული, არაჟნით. დაფნის ფოთოლი, ვანილინი. აკრძალულია: ცხარე და მწვავე სანელებელი.
11. სასმელი: ჩაი, ყავა, წყალზე დამზადებული კაკაო რძით, ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ასკილის ნახარში. აკრძალულია:ყურძნისა და კომბოსტოს წვენი.
თავი XX. სამკურნალო კვება კენჭოვანი დაავადებისა და
ფოსფატურიის დრო