მუხლი 48. საკვების სწორი დამზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არანაკლები მნიშვნელობისაა კვების პროდუქტების ნორმების (სამკურნალო დაწესებულებისათვის შემუშავებული რეცეპტების მიხედვით), სანიტარიული მოთხოვნებისა და ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვა ამა თუ იმ დიეტის თავისებურების გათვალისწინებით. სამკურნალო კვებაში მნიშვნელობა აქვს საკვების საგემოვნო თვისებებსა და მის მრავალფეროვნებასაც. ამ მიდგომით საკამოდ მაღალ ეფექტს იძლევა ზოგიერთი ეროვნული კერძის გამოყენება სამკურნალო კვებაში; ისინი, გარდა იმისა, რომ ზრდიან სამკურნალო მიზნით გამოსაყენებელი კერძების რიცხვს, ხშირ შემთხვევაში იძლევიან გაცილებით მეტ სამკურნალო ეფეტს, ვიდრე საერთოდ აღიარებული, მაგრამ ხშირად ავადმყოფისათვის უჩვეულო დიეტური კერძები🔗