1. დიეტა №13 გამოიყენება მწვავე ინფექციური დაავადების, ანგინის დროს, რბილ ქსოვილზე, ძვლებზე, ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
2. დიეტის მიზნობრივი დანიშნულებაა ორგანიზმიდან ტოქსინების (შხამების) გამოყოფის გაძლიერება და მისი დაცვითი უნარის ამაღლება, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზოგვა მწვავე ციების მდგომარეობისას ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში წოლითი რეჟიმისას.
3. დიეტა №13-ს ხასიათებს ენერგეტიკული ღირებულების შეზღუდვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამღიზიანებელი და ნაწლავებში ლპობის პროცესის ხელშემწყობი პროდუქტების შეზღუდვა; ვიტამინებისა და სითხის რაოდენობის გაზრდა, მარილი ზომიერი რაოდენობითაა.
4. დიეტის ენერგეტიკული ღირებულება და ქიმიური შედგენილობა შემდეგნაირია. ა) ენერგეტიკული ღირებულება – 9000-9340 კჯ (2150-2230 კკალ). ბ) ქიმიური შედგენილობა – 80 გ ცილები (60-70% – ცხოველური, უპირატესად რძისა), 70 გ ცხიმები (15% – მცენარეული), 300-320 გ ნახშირწყლები, 8-10 გ ნატრიუმქლორიდი, 2 ლ და მეტი თავისუფალი სითხე.
5. საკვები უნდა მოიხარშოს წყალზე ან ორთქლზე. პიურეს ან ნახევრად თხიერი კონსისტენციის წვნიანის სახით. კვება დღეში 6-ჯერადია. კერძის ტემპერატურა არანაკლებ 600C-ისა
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 43. დიეტა №13
თავი XIX — სამკურნალო კვება ინფექციური
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 70%
- განაკვეთი 15%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. დიეტა №10ი
- მუხლი 38. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 39. დიეტა №11
- მუხლი 40. ტუბერკულოზით დაავადებულთათვის შემუშავებულია №11 დიეტის 5 ვარიანტი
- მუხლი 41. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 42. №12 დიეტა გამოყენებულია ნერვული სისტემის დაავადებისას. ქიმიური შედგენილობით იგი უახლოვდება №15 დიეტას. პრაქტიკულად №12 დიეტას აღარ უნიშნავენ ავადმყოფებს. ნერვული სისტემის დაავადების ხასიათისა და ორგან
- მუხლი 44. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 45. დიეტა №14
- მუხლი 46. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 47. დიეტა №15
- მუხლი 48. საკვების სწორი დამზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არანაკლები მნიშვნელობისაა კვების პროდუქტების ნორმების (სამკურნალო დაწესებულებისათვის შემუშავებული რეცეპტების მიხედვით), სანიტარიული მოთხოვნებისა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 43, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-43/