I რაციონი
1. პური და პურ-ფუნთუშეული: ორცხობილა. გამორიცხულია: ჭვავის პური, ფენოვანი და ცხიმიანი ცომეული, ღვეზელი, ბლინი, ტორტი, მაჭკატი, ნამცხვარი.
2. ხორცი, ფრინველი, თევზი: მჭლე, საქონლის, ხბოს ხორცი, ქათამი, თევზი (ფარგა, ვირთევზა და სხვ.), მოხარშული ან დაკეპილი. აკრძალულია: ცხიმიანი ხორცი, ფრინველის (ბატის, იხვის) ხორცი, თევზი, შებოლილი, დამარილებული, შებოლილი ხორცი, კონსერვი, დამარილებული თევზი, ხიზილალა, ძეხვეული, ტვინი, თირკმლები, ღვიძლი.
3. კვერცხი: რეკომენდებულია ორთქლზე დამზადებული ომლეტი. გამორიცხულია მაგარი მოხარშული და შემწვარი კვერცხი.
4. რძე და რძის პროდუქტები. განზავებული რძე (ცოტა რაოდენობით), შემჟავებული რძის სასმელი, უცხიმო გახეხილი ხაჭო, უცხიმო, არაჟანი შეზღუდული რაოდენობით (ძირითადად კერძში). აკრძალულია: ცხიმიანი ხაჭო, ნაღები, ყველი.
5. ცხიმები: კარაქი და მცენარეული (ძირითადად არარაფინირებული) ზეთი. აკრძალულია: ხორცისა და კულინარული ცხიმი.
6. ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები. წიწიბურას, ქერის, მანანის, ბრინჯის გახეხილი ფაფა. გამორიცხულია: მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები.
7. ბოსტნეული: ნედლი გახეხილი სტაფილო (პიურეს სახით), ყვავილოვანი კომბოსტოს ან ჭარხლის პიურე. აკრძალულია: სხვა დანარჩენი ბოსტნეული, მწნილი და მარინადი
8. ხილი, ბაღჩეული, ტკბილეული: ახალი ხილის პიურე, შემწვარი, გახეხილი კომბოსტო. აკრძალულია: ხილი და უხეშუჯრედისიანი კენკროვანი, ყურძენი, შოკოლადი, კრემიანი ნაწარმი.
9. წვნიანი: გახეხილი ბოსტნეულის ბულიონზე კვერცხის ფიფქებით. აკრძალულია: ხორცის, თევზის, სოკოს ბულიონი, ბურღულის, პარკოსნების, ბორშჩი, შჩი, რასოლნიკი.
10. საწებელი და სანელებლები. ბოსტნეულის ნახარშზე, რძის საწებელი, ხილისა და კენკრის მოსასხმელი. აკრძალულია: თევზის, ხორცისა და სოკოს ნახარშზე დამზადებული საწებელა, სანელებლები.
11. სასმელი. ღია ფერის ჩაი, ყავა-სუროგატი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ასკილის ნახარში. აკრძალულია: მაგარი ჩაი, ნატურალური ყავა, კაკაო, ყურძის წვენი, გაზიანი სასმელი.
II რაციონი
12. პური და პურ-ფუნთუშეული: ხორბლის პური, ჭვავის, ცილოვანი ქატოიანი პური, წინა დღის გამომცხვარი. გამორიცხულია: ფენოვანი და ცხიმიანი ცომეული, ღვეზელი, ბლინი, ტორტი და ნამცხვარი.
13. ხორცი, ფრინველი, თევზი: მჭლე, საქონლის, ხბოს ხორცი, ქათამი, მოხარშული თევზი, დაბეგვილი, ნაჭრებად. დამბალი ქაშაყი (1-2-ჯერ კვირაში). აკრძალულია: ცხიმიანი ხორცი, ფრინველის (ბატის, იხვის) ხორცი, თევზი, შებოლილი, დამარილებული, შებოლილი პროდუქტი, კონსერვი, დამარილებული თევზი, ხიზილალა, ძეხვეული, ტვინი, თირკმლები.
14. კვერცხი. რეკომენდებულია ორთქლზე დამზადებული ცილოვანი ომლეტი. გამორიცხულია მაგარი მოხარშული და შემწვარი კვერცხი.
15. რძე და რძის პროდუქტები: განზავებული რძე (ცოტა რაოდენობით), შემჟავებული რძის სასმელი, უცხიმო ხაჭო, არაჟანი კერძში, უმარილო გახეხილი ყველი. აკრძალულია: ცხიმიანი ხაჭო, ნაღები, მარილიანი და ცხარე ყველი.
16. ცხიმები: კარაქი და მცენარეული ზეთი. აკრძალულია: ხორცისა და კულინარული ცხიმი.
17. ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები: წიწიბურას, ქერის, მანანის, ბრინჯის ფაფა, მოხარშული ლაფშა. გამორიცხულია: მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები.
18. ხილი, ბაღჩეული, ტკბილეული: ახალი ხილი შემწვარი პიურეს სახით, ჩირი, კომპოტი, კისელი, შაქარი. აკრძალულია: ყურძენი, ქიშმიში, შოკოლადი, კრემიანი ნაწარმი, ნაყინი (კარაქის პლომბირი).
19. წვნიანი: ვეგეტარიანული გაუხეხავი ბოსტნეულისა და ბურღულეულის წვნიანი რძით. აკრძალულია: ხორცის, თევზის, სოკოს ბულიონი.
20. საწებელი და სანელებლები: რძისა და ბოსტნეულის ნახარშზე დამზადებული საწებელი, ტკბილი ხილი-კენკრის მოსასხმელი. აკრძალულია: თევზის, ხორცისა და სოკოს ნახარშზე დამზადებული საწებელი, სანელებლები.
21. სასმელი: ღია ფერის ჩაი, ყავა-სუროგატი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ასკილის ნახარში. აკრძალულია: მაგარი ჩაი, ნატურალური ყავა, კაკაო, ყურძის წვენი, გაზიანი სასმელი.
III რაციონი.
22. მესამე რაციონი რეკომენდებული კერძებისა და პროდუქტების მხრივ ეთანადება N 10ს დიეტას.
თავი XVII. სამკურნალო კვება ტუბერკულოზის დრო
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 38. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
თავი XVI — სამკურნალო კვება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტი და კერძი
- მუხლი 34. დიეტა №10ა
- მუხლი 35. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 36. დიეტა №10ს
- მუხლი 37. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 37. დიეტა №10ი
- მუხლი 39. დიეტა №11
- მუხლი 40. ტუბერკულოზით დაავადებულთათვის შემუშავებულია №11 დიეტის 5 ვარიანტი
- მუხლი 41. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 42. №12 დიეტა გამოყენებულია ნერვული სისტემის დაავადებისას. ქიმიური შედგენილობით იგი უახლოვდება №15 დიეტას. პრაქტიკულად №12 დიეტას აღარ უნიშნავენ ავადმყოფებს. ნერვული სისტემის დაავადების ხასიათისა და ორგან
- მუხლი 43. დიეტა №13
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-38/